აქტუალური
გადადგომის თაობაზე მოთხოვნების მიუხედავად, აფხაზეთის „შს მინისტრი“ საქმიანობას დაუბრუნდა

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. გადადგომის თაობაზე მოთხოვნების მიუხედავად, ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ გადაწყვიტა, რომ „შინაგან საქმეთა მინისტრი“ დმიტრი დბარი, რომელსაც 30 სექტემბრის სროლის ინციდენტის გამო უფლებამოსილება დროებით ჰქონდა შეჩერებული, თანამდებობაზე დატოვოს.

გადაწყვეტილება 2 ნოემბერს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „პროკურატურამ“ ინციდენტის დროს, რომელშიც ოპოზიციონერი „დეპუტატი“, ომის ვეტერანები და მილიციელები მონაწილებდნენ, დბარის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა.

მსგავსი ინციდენტები მომავალში დაუშვებელია“, – უთხრა ბჟანიამ დბარს, რომელსაც მხოლოდ დისციპლინური სასჯელი დაეკისრა.

მე თავად დავიბადე აფხაზი ხალხის სამოქალაქო ომის [1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტი] ვეტერანის ოჯახში და ვეტერანების გარემოცვაში ვიზრდებოდი“, – მიმართა დბარმა ბჟანიას. პირველივე დღიდან მინდოდა ბოდიში მომეხადა ინციდენტის შედეგად დაზარალებულებისთვის და ხელი ჩამომერთვა მათთვის, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა არ მომეცა“.

დბარს უფლებამოსილება 3 ოქტომბერს შეუჩერდა, თუმცა მოწოდებები მისი გადადგომის შესახებ მას შემდეგ არ შეჩერებულა.

31 ოქტომბერს, სოფელ აძიუბჟაში მცხოვრები ვეტერანებისა და ახალგაზრდების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც დბარის გადადგომის მოთხოვნას შეიცავს.

მათ აფხაზეთის ლიდერების მიერ ინციდენტის მორალური და ეთიკური შეუფასებლობისა და „პროკურატურის“ მიერ „დანაშაულებრივი გზით გაყალბების“ გამო „უკიდურესი შეშფოთება“ გამოხატეს და 4 ნოემბერს სოხუმში აქცია დააანონსეს.