საზოგადოება
ნიკა ობოლაძე: საპარლამენტო მუშაობას ვაჩერებთ, მაგრამ მანდატების დატოვება გადავადებულია

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ ვმუშაობთ პარლამენტში, საპარლამენტო მუშაობას ვტოვებთ ორი საკითხის გადაწყვეტამდე, პირველი არის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და მეორე სააკაშვილის თავისუფლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მანდატების დატოვების საკითხს დროებით აჩერებს.

„ჩვენ ფორმალურად ვაჩერებთ და ვავადებთ მანდატების დატოვების პროცესს, მათ შორის სააკაშვილთან კონსულტაციები და ციხეში მისი მონახულება საჭირო არის ჩვენი გუნდის წევრებისთვის, ისევე როგოც საჭიროა ჩვენი გუნდის წევრებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. ამიტომ, საპარლამენტო მუშაობას ვაჩერებთ, მაგრამ მანდატების დატოვება არის გადავადებული. ამ საკითხების მოგვარებამდე. შემდეგ, რა თქმა უნდა მანდატებს დავტოვებთ. რაც შეეხება საკრებულოების მანდატს, ეს ამ ეტაპზე არც განიხილება და არ არის რელევანტური ეს თემა. ჩვენ ახლა კონცენტრირებული ვართ იყოს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, იყოს მწვავე და საბოლოო ჯამში ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ უმრავლესობის ნება იყოს ასახული ქვეყნის მმართველობაში“, – განაცხადა ობოლაძემ.