უცხოეთი
სომხეთში კორონავირუსის 2045 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 50 ადამიანი გარდაიცვალა

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2045 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 50 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 6491-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 312 674 პირი დაინფიცირდა, 273 608 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.

interpressnews.ge