უცხოეთი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 256 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 21 ადამიანი

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 2 256 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 21 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 537 004 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 499 571 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 153 კი - გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია ადამიანების 44%-ზე მეტი.

interpressnews.ge