საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 5 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 223 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი.
stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 901 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36 630, „პისიარ“ ტესტით – 12 271.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,36%, ბოლო 14 დღის – 9,02%, ბოლო შვიდი დღის – 9,06%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 726 941 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 669 822 გამოჯანმრთელდა, 10 136 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 982 593 აცრა, დღიურად აცრილია 3 369.
კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 493 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 103 პირი.
ამასთან, პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 081 პაციენტი, გარდაიცვალა 44.