უცხოეთი
რუსეთში კორონავირუსის 40 402 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1155 პაციენტი გარდაიცვალა

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 40 402 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით კიდევ 1155 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა, საერთო ჯამში, 239 693-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

რუსეთში ჯამში, ინფიცირების 8 554 192 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 7 381 726 პაციენტი, აქედან 23 187 - ბოლო 24 საათში.

პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.

interpressnews.ge