მიუხედავად უპრეცედენტო ღალატისა - არჩევნებამდე 7 თვით ადრე პრემიერი გახარია გადადგა და შექმნა საკუთარი პარტია, რითაც გადაიბირა „ქართული ოცნების“ ტრადიციული ამომრჩევლის 10 პროცენტი და მოახდინა მეორე ტურის პროვოცირება - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მმართველი პარტიის გამარჯვებით დასრულდა. წალენჯიხის გარდა. ამიტომ იმ პროცენტს, რომელიც მიიღო „ოცნებამ“ პირველ და მეორე ტურში, უნდა დაემატოს 10 პროცენტი - მაშინ უფრო რეალურ სურათს მივიღებთ. ახლა კი განსხვავება მმართველი პარტიის კანდიდატსა და სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს შორის 2-დან 30 პროცენტამდე მერყეობს.
როგორც ამბობენ, მას შემდეგ, რაც კალაძემ გახარიასთვის ქრთამის გადახდაზე უარი განაცხადა - რათა ამ უკანასკნელს მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა თბილისის მერობაზე და ყველა თავისი მხარდამჭერი კვლავ „ქართული ოცნებისკენ“ გადაემისამართებინა - გახარიამ მიიღო „30 ვერცხლი“ სააკაშვილისგან, რომელიც მართლაც ეკუთვნის. არსებობს ინფორმაცია, რომ გახარია არა მარტო პოლიტიკური ბანკროტია, არამედ ფინანსურიც, ამიტომ მოკლე ხანში მოსკოვში გაქცევას აპირებს, რათა დაემალოს თავისი პარტიის აქტივს, რომელსაც ფული წინასაარჩევნო კამპანიისთვის არ გადააუხდია. ასევე იმისათვის, რომ თავი აარიდოს უსიამოვნებებს, რადგან მისი უახლოესი გარემოცვა - სპეცსამსახურების ყოფილი მაღალჩინოსნები - როგორც ამბობენ, ფიგურირებენ სუს-იდან ფარული ვიდეო და აუდიოთვალთვალის ამსახველი სრულიად საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეში.
ის დროა დავფიქრდეთ: რატომ მიიღეს ამდენი ხმა საქართველოში ბოროტმოქმედებმა - ომისა და რევოლუციების, მკვლელებისა და მოძალადეების პარტიამ, რომლის ლიდერი სასჯელს რუსთავის ნომერ მე-12 ციხეში იხდის? და გაიმარჯვებდნენ კიდეც, რომ არა „ქართული ოცნების“ უპრეცედენტო მობილიზაცია და კანონმორჩილი მოქალაქეების თვითშეგნება? როგორ კინაღამ წალენჯიხად აქციეს საქართველო და დააბრუნეს 2003 წელში? რატომ განასხვავებს ზოგიერთ ადგილას დამნაშავეებსა და კანონმორჩილ მოქალაქეებს 2 და არა 99 პროცენტი?! გვერდზე გადავდოთ მტკიცე ნეოფაშისტების 1 პროცენტი, რომლებსაც, სამარის გარდა, ვერაფერი გამოასწორებს, მაგრამ ნუთუ ამომრჩეველთა 40 პროცენტზე მეტი, სტაბილურად რომ აძლევს ხმას ბოროტმოქმედთა კოალიციას (რომლებიც უცხოეთში პოლიტიკურ ოპოზიციად მიაჩნიათ), პოტენციური დამნაშავეები - მკვლელები, ქურდები, პროვოკატორები და ჯალათები - არიან?! თუ ეს ხელისუფლების შეცდომების შედეგია სააკაშვილი-კეზერაშვილის ტელეკორპორაციის შხამიან პროპაგანდაზე გადამრავლებული?
გარდა ამისა, გამარჯვებული მმართველი პარტიისთვის ახლა მთავარია - არ უღალატოს ქართველ ხალხს, როგორც ეს ხდებოდა ყოველი არჩევნების შემდეგ 2012 წლიდან მოყოლებული - როცა დაიბევებდნენ რა ამომრჩეველთა მხარდაჭერას, ხელისუფალნი იწყებდნენ ამაზრზენ თანაცხოვრებას (კოაბიტირებას) დამარცხებულ დამნაშავეებთან უცხოელი კურატორების საამებლად, შემოსავლიანი თანამდებობების შესანარჩუნებლად! გახარიას გაქცევის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის მიერ დაწყებული ხაზი დანაშაულებრივი რეჟიმის სამხილებლად და დამოუკიდებელი ეროვნული ინტერესების დასაცავად, უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს! სააკაშვილს კი უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯოს - 2008 წლის აგვისტოსთვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის, და სამი, დიდი ხნის წინ გამოძიებული და სასამართლოში გადაცემული საქმისთვის - ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა, მიტინგის დარბევა რუსთაველზე და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა. ამის პარალელურად ხელისუფლებას მოუწევს ბრძოლა პანდემიასთან და სოციალურ გაჭირვებასთან, რისთვისაც სამი წელი დარჩა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.
და ბოლოს: როცა რუსული მედია წერს, რომ სააკაშვილის პარტიამ „კინაღამ გაიმარჯვა“, ან მის კანდიდატს „სულ რამდენიმე ხმა დააკლდა“, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოსკოვში გლოვობენ სააკაშვილის პარტიის დამარცხებას. თუმცა, საეჭვოა: რუსული მედია თავს იზღვევს, რომ არ დაადანაშაულონ ხელისუფლების მხარდაჭერაში, რომელსაც ოპოზიცია ისედაც „კრემლის ფილიალად“ ნათლავს. ან ეგებ რუსული მედია ქარაგმულად მიანიშნებს გარემოებაზე, რომელზეც ღიად განვაცხადე - ხელისუფლების მომხრეებსა და სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ფანატიკოს ადეპტებს შორის საგანგებოდ პატარა სხვაობაზე.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2021 წლის 1 ნოემბერი
საქართველო, თბილისი