პუბლიკაციები
რობიკო სტურუა ქსენოფობი კი არა, ნაცების ყელში გაჩხერილი ძვალია!

Robert-Sturuaანუ, კაცი, რომელსაც დიდი ხანია სიამოვნებით ჩაწიხლავდნენ, ჩარეცხავდნენ, როგორც არა ერთი და ორი გაუნადგურებიათ სხვადასხვა მეთოდით. მაგრამ იგი არც ვინმე პოლიტიკოსია, რომ პრეზიდენტობის სურვილი დასწამო, არც ზურაბ ნოღაიდელია, რომ რუსეთის აგენტობა დააბრალო და არც ვინმე ნარკომანია, რომ ხელისუფლების მიმართ არალოიალობის გამო, "წამალი ჩაუდო" და ასე მოიშორო თავიდან.
იგი ყველა ქართველისთვის საყვარელი და საამაყო რობიკო სტურუაა, ხოლო დანარჩენი მსოფლიოსათვის - თანამედროვეობის (და ალბათ, არა მხოლოდ თანამედროვეობის) ერთ-ერთი დიდი ხელოვანი, მსოფლიოში სახელმოხვეჭილი უდიდესი რეჟისორი, მისტერ რობერტ სტურუაა! 
ხელოვანი, რომელიც, მავანთაგან განსხვავებით, ვერაფრით მოთაფლეს ნაცებმა და არა თუ დითირამბების მღერა დააწყებინეს, მისგან ლოიალურ დუმილსაც ვერ მიაღწიეს - მთელი თავისი შემოქმედებით (ძველითაც და ახლითაც), ყოველდღიური ცხოვრებითაც, არსებულ რეჟიმთან შეურიგებლობის მაგალითია ეს დიდი ხელოვანი და არანაკლებ დიდი პიროვნება, კაცი!
იმასაც რომ ვერ ეღირსნენ, სადმე უცხოეთში რომ წასულიყო. მიუხედავად მრავალი ფინანსურად ზღაპრული შეთავაზებებისა მსოფლიოს წამყვანი თეატრებიდან, არსად არ მიდის (თუ მიდის, მხოლოდ მცირე ხნით), მწვანე ბანკნოტებს არ ხარბდება და "ჯიუტად ზის" საქართველოს უპირველეს, რუსთაველის თეატრში. სხვათა შორის ეს მაშინ, როდესაც სხვა, უკლებლივ ყველა, მეტნაკლებად მნიშვნელოვან თეატრებში თუ კულტურულ დაწესებულებებში, "თავისი ხალხის" დასმა მოახერხეს ხელმძღვანელ თანამდებობებზე ნაცებმა!

რობიკო სტურუას ხელის ხლებას ვერ ბედავდნენ იმიტომ, რომ ნაცების პროპაგანდისტულ მანქანასაც კი არ ძალუძს მსოფლიოსთვის მეტნაკლები დამაჯერებლობით იმის ახსნა, თუ რატომ აღარ იქნებოდა რობერტ სტურუა რაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი!
და აჰა, როგორც იტყვიან, მიზეზი იპოვნეს და დიდი ხელოვანი ქსენოფობიაში დაადანაშაულეს!
ქსენოფობია ბერძნული სიტყვაა და უცხოელებისა და ყოველივე უცხოურის სიძულვილს ნიშნავს. ასე განმარტავს ამ სიტყვას უცხო სიტყვათა ლექსიკონი. რაც იმათ გასაგონად მოვიყვანე, რომლებმაც 19 მაისს, დაუფარავი იერიში მიიტანეს რობიკო სტურუაზე იმის გამო, რომ საქინფორმისთვის მიცემულ ინტერვიუში ხმამაღლა თქვა ის, რაზედაც ჩუმჩუმად და ხმადაბლა ბევრი ლაპარაკობს და მსჯელობს საქართველოში.
კორესპონდენტის (ბაია ამაშუკელი-ავტ.) შეკითხვაზე - ეს დამოკიდებულებაა (ზოგადად ნაცების ქართველთმოძულეობას გულისხმობდა - ავტ.) გასაკვირი, რაღაც სიყვარული შენი ხალხისადმი, რომ შენიანია, არ უნდა ჰქონდეთ. დიდი რეჟისორი პასუხობს - სომეხია და რა ვქნათ... ეს ხომ არ არის დამალული. 
და დაიწყო, მაგრამ, რა დაიწყო! გამოვარდნენ ცნობილი თუ უცნობი "ლიბერალები" და ეს როგორ გაბედაო, ეს ხომ ქსენოფობიაა, ანუ სომეხი ერის შეურაცხყოფაა, პასუხი უნდა მოსთხოვოს საზოგადოებამ რობიკო სტურუასო - ბრძანა, ცნობილმა "ლიბერასტკამ" ჟურნალ "ტაბულადან" თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომელსაც იქვე ბანი უთხრა ცნობილმა მილიონერმა ბღენძმა კახა ბენდუქიძემ - ადრე ძალიან მომწონდა მაგის სპექტაკლები და ახლა, რაც ეგეების ლაპარაკი დაიწყო, აღარ მომწონსო. და საერთოდ, ეგ კაცი ჯერაც ვერ განთავისუფლდა საბჭოური მემკვიდრეობის ("საწყალი" რობიკო... - ავტ.) ტყვეობიდანო და ა.შ.
გასაკვირი ეს და მსგავსი "ლიბერასტული" ლათაიები კი არა, ჩემთვის ის იყო, რომ არავინ გააპროტესტა თავად რობიკოს ნათქვამის მთავარი შინაარსი - რას ამბობს ეს კაცი, როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი ეთნიკური სომეხი იყოსო! და მერე ებჟუტურათ სომეხი ხალხის შეურაცხყოფაზე და მსგავს უაზრობებზე. 
დიახ, უაზრობებზე, რადგანაც იმის სურვილი, გნებავთ მოთხოვნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ტომით ქართველი იყოს, თუ ქსენოფობიაა, ან ანტიდემოკრატიულია, მაშინ გაუმარჯოს ასეთ ქსენოფობიას და ძირს ასეთი დემოკრატია! ეგეც არ იყოს, იგივე რობიკოსგან "შეურაცხყოფილ" ჩვენს ძმებს, სომხებს ვეკითხები - სომხეთის პრეზიდენტად არასომეხს ისურვებენ. და თუ ისურვებენ, რომელ საუკუნეში აირჩევენ, თუნდაც მათ სტრატეგიულ მფარველ რუს პრეზიდენტს. ქართველზე აღარაფერს ვიტყვი...
იქვე ტელესიუჟეტის ავტორმა მრავალმნიშვნელოვნად დასძინა, რობერტ სტურუამ უარი გვითხრა კომენტარზეო...
რა კომენტარი უნდა გაეკეთებინა. ის, რომ მთელი მისი შემოქმედება, სწორედაც რომ, კაცთმოყვარეობის, ტოლერანტობის, ანუ ზოგადად ზნეობრიობის მაგალითია და არა ქსენოფობიის, რაშიაც უსინდისოდ სდებენ ბრალს. თუ ის უნდა ემტკიცებინა, რომ საბჭოთა მენტალიტეტის ტყვეობაში არასოდეს ყოფილა.
არ ვიცი, არ ვიცი?! უფრო სწორედ აქ პირდაპირ დასმულ კითხვებზე და არდასმულ, მაგრამ წინამდებარე წერილიდან ბუნებრივად გამომდინარე კითხვებზე პასუხები მკითხველისთვის მიმინდვია.
ერთი რამ კი ვიცი და მჯერა, რომ ამ თემას გაგრძელება აუცილებლად ექნება, ანუ "ლიბერასტული" შეტევა რობიკო სტურუაზე გაგრძელდება, რათა იქნებ, ბოლოს და ბოლოს, ქსენოფობიის მიზეზით მოიშორონ ის, ვინც ამდენი წელიწადია, როგორც ჩვენში იტყვიან, ცივი ჭადივით ჰყავთ ყელში გაჩხერილი მისტერ რობერტ სტურუა...



დავით მხეიძე 

 

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“

 

21.05.2011


http://www.open.ge/index.php?rc=6184