აქტუალური
საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეს ყურადღებით ადევნებენ თვალს.
ელჩის თქმით, საკვანძო საკითხია, რომ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული.
„აქამდეც გვითქვამს, რომ ჩვენ მესამე პრეზიდენტის საქმეს ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. საკვანძო საკითხია, რომ მისი, როგორც პატიმრის, ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული, ეს მოიცავს მის ჯანმრთელობას. მის საქმეს თვალყურს ადევნებენ კარგი ავტორიტეტული ორგანოები, როგორიცაა სამედიცინო საბჭო და სახალხო დამცველი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მანდატი ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩემი საუკეთესო რჩევა იქნება მათი რეკომენდაციების გათვალისწინება“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.