აქტუალური
კარლ ჰარცელი: დღეს მივიღე ევროპარლამენტიდან ახალი დელეგაცია, რომელიც არჩევნების პროცესს დააკვირდება

 საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპარლამენტიდან მიიღო ახალი დელეგაცია, რომელიც 30 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება.

ელჩის თქმით, დელეგაციის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს შეხვედრები.

„არჩევნებამდე ორი დღით ადრე არ გავაკეთებ რამე შეფასებას, თუმცა გეტყვით, რომ ამ დილით მე ძალიან მოხარული ვიყავი, მიმეღო ახალი დელეგაცია ევროპარლამენტიდან ლატვიელი ევროპარლამენტარის, ქალბატონ ვაიდერეს ხელმძღვანელობით. დღეს და ხვალ ისინი გამართავენ შეხვედრებს, დააკვირდებიან არჩევნების პროცესს არჩევნების დღეს, რის შემდეგაც კვირას მონაწილეობას მიიღებენ საერთო შეფასებაში ოდირთან ერთად“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.