საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. „რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია. ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, უნდა გააგრძელონ რუსეთის ბოროტი აქტივობების უკუგდება, საჭირო დემოკრატიული რეფორმების გამყარებით, რათა ასახონ ხალხის ნება და დააახლოვონ ისინი ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან“- ეს განცხადება სენატრომა ჯინ შაჰინა, სენატში გამართულ მოსმენაზე გააკეთა.
შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე იმსჯელეს, როგორი უნდა იყოს შეერთებული შტატების მიდგომა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ.
სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით, რუსეთსა და დასავლეთს შორის, კონკურენციის ცხელი წერტილი შავი ზღვაა.
სენატის საგარეო კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმდჯომარე აცხადებს, რომ რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებები, ნატოს გაფართოების შეჩერებას და შავ ზღვაზე კონტროლის გაზრდას ისახავს მიზნად.
amerikiskhma.com