საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. „მომხრე ვარ საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, რომელიც კონვენციით ჩვენი მონიჭებული უფლებაა“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განაცხადა.
„დღეს შევიტყვე, რომ პატიმარ სააკაშვილს ამოუქოლეს ფანჯრები. ამ ნიუანსს, რომ ჩავუღრმავდეთ, ეს რას ნიშნავს და რა სილის გაწვნაა მოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის. რას გვიბედავენ უკვე, რომ მესამე პრეზიდენტს ამოუქოლონ ფანჯრები. ეს არის წამების ფორმა ჩვეულებრივ. არსებობს ათასგვარი ფობია. ფსიქოლოგიურად დათრგუნვა წამების ჩვეულებრივი ფორმაა.
30 რიცხვს მივჩერებივართ თითქოს ყველა. სინამდვილეში, რა გვიშლის ხელს პარალელურად ლოდინისა? ხალხო, ქვეყანა თავზე გვემხობა. მართლა „თალიბანს“ ხომ არ ველოდებით? გესმით, თქვენ ვიღაცა ხელმწიფეა კრეტინი, ხელმწიფეა სათავეში.
არაფრით არ ვაპირებ ამას შევეგუო. მეკითხებიან, რას აპირებ? - ყველაფერს, რაც კი გამოუგონია კაცობრიობას. არ ვარ რადიკალი, რადიკალი არის ვინც კონსტიტუციას არღვევს. არ ვარღვევ კონსტიტუციას. კონსტიტუციური უფლების გამოყენებას ვაპირებ. აჯანყების გარეშე არ წავა ეს კრეტინი ფეოდალი. არ წავა ეს პატარა ტანის ხელმწიფე. არ წავა არაფრით. „პატარა ტანის ხელმწიფეობაში“ მის სიმაღლეს არ ვგულისხმობ, „პატარა კაცობას“ ვგულისხმობ.
მომხრე ვარ, საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, რომელიც კონვენციით ჩვენი მონიჭებული უფლებაა. პირდაპირ წერია, კონსტიტუციით ჩვენ გვაქვს ამის უფლება, ჯანყის უფლება“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.