საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების უფროსს, ზურაბ მოდებაძეს მიმართავს და აცხადებს, რომ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე უარს აცხადებს.
როგორც მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, ის უარს ამბობს ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებასა და შემოწმებებზე.
ამასთან, სააკაშვილის თქმით, მიიღებს მხოლოდ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, ვიდრე ციხის შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნდება პირვანდელი სახე.
„ნომერ მე-12 ციხის, ივანიშვილის დილეგის უფროსს ზურაბ მოდებაძეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება. ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებაზე და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, ვიდრე შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.