რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რუსული მედიის პოზიცია არ მესმის

   „27 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სააკაშვილის ფანატებისა და მოსყიდული უქნარების (დაახლოებით 15 ათასი) დუნე მიტინგიდან 2 კვირის შემდეგ, იმავე მოედანზე, ასევე რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩასა და სხვა მიმდებარე ქუჩებზე შეიკრიბა მოქმედი ხელისუფლების 120 ათასზე მეტი მხარდამჭერი მთელი საქართველოდან. ეს იყო „ქართული ოცნების“ დასკვნითი აქცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ. მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი სხვაობისა - 15 ათასი 120 ათასის წინააღმდეგ - ჩემი 25 ოქტომბრის პროგნოზი დასტურდება - სააკაშვილის გუნდი 30 ოქტომბერს ამზადებს სახელმწიფო გადატრიალებას, რომელიც შეიძლება სამოქალაქო ომში გადაიზარდოს. დღეს აჯანყების გარდუვალობის შესახებ ღიად განაცხადა სააკაშვილის ფანატმა, აწ განსვენებული პოეტი ჩარკვიანი ქალიშვილმა Tako-, რომელმაც, როგორც ვამბობდი, განიხილა ეს საკითხი სააკაშვილის “ბოევიკებთან”, ცხინვალის რეგიონში რუსი მესაზღვრეებისთვის კარგად ცნობილ (განსაკუთრებით უკნიდან) ქაცარავასთან, ასევე, სხვებთან, ჩემს პუბლიკაციაში ჩამოთვლილ ყოფილ სამხედროებსა და პოლიციელებთან ერთად.

   დასტურდება ჩემი პროგნოზი ამ გეგმაში უცხოელების დაარსებული კერძო სამედიცინო ცენტრის როლზეც, რომელიც თბილისის გასასვლელში მდებარე ბორცვებზეა აშენებული (რუსულ ბაზამდე ერთი საათის სავალზე), რაც მოსახერხებელია სააკაშვილის გასატაცებლად მისი ყოფილი დაცვის წევრებისა და ქართული არმიის ყოფილი სამხედროების მიერ. სწორედ ამიტომ, სააკაშვილი და მისი ადვოკატები, ასევე უკრაინელი და ქართველი ექიმები, უკრაინელი და ქართველი ომბუდსმენები - სააკაშვილის მომხრეები, დაბეჯითებით ითხოვენ სააკაშვილის გადაყვანას სწორედ ამ კონკრეტულ სამედიცინო ცენტრში. როგორც პუბლიკაციაში ვიტყობინებოდი, სააკაშვილის ფანატებსა და მისი პარტიის მხარდამჭერ სატელიტებს (ხაზარაძე, ბურჯანაძე, ჯაფარიძე და ა.შ.) დიდი არჩევანი არ აქვთ - ან გამარჯვება, ან ციხე, ან ციხისთვის თავის არიდება საზღვარგარეთ გაქცევით. მიტინგზე პრემიერი ღარიბაშვილის, ასევე სხვა სპიკერების გამოსვლა, რომლებმაც კიდევ ერთხელ პირდაპირ შეახსენეს სააკაშვილსა და მის მხარდამჭერებს, რომ ისინი არიან მოღალატეები, ანტიქრისტეები, მჩაგვრელები და დამნაშავეები, ილუზიასაც არ ტოვებს, რომ, სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობის შემთხვევაში, ისინი თავს ამოყოფენ სააკაშვილის მეზობელ კამერებში.

   ამ ფონზე გაუგებარია ბევრი რუსული მედიის პოზიცია, რომლებიც, როგორც წარსულშიც მოხდარა, აღიარებენ ორმაგ სტანდარტებს, რომელთა დაუშვებლობაზეგასულ კვირას ლავროვმა გამოაცხადა. სამარისებური დუმილით საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გვერდის ავლით - აქაოდა, მხარდაჭერაში ეჭვი არ შეიტანონ, ისედაც გაიძახიან, რომ „ქართული ოცნება“ კრემლის ფილიალია, სააკაშვილი კი პუტინის ტყვე! - ისინი ამავდროულად ელეგანტურად აპიარებენ სააკაშვილის "გმირულ" შიმშილობას, ყველა ნაცმიტინგს და ოპოზიციის აქტივისტებს პოზიტიურ იმიჯს უქმნიან - აქაოდა, აი განათლებული - ოქსფორდდამთავრებულები და ადამინურებიარიანო, ეს ძველი - ახალი ლიდერები! და ეს - მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ რუსეთის პრეზიდენტს?! ნუთუ მოსკოვი უკვე მისასვლელ გზებს ეძებს პოლიტიკოსებად შენიღბული კრიმინალებკენ - ეშმაკს არ სძინავს და ვინძლო, ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ?! და თუ - არა, მაშ ით ავხსნათ კოლეგების ასეთი უცნაური პიეტეტი რუსოფობების მიმართ საინფორმაციო ომის პირობებში?! ხაზს ვუსვამ, საუბარია საერთო სურათზე, რუსეთში, რა თქმა უნდა, არსებობობიექტური მედია, მაგრამ მათი შესაძლებლობები შედარებით მოკრძალებულია.

დასასრულ: ეს-ესაა დავისვენეთ დასავლელი ელჩების ჭკუის სწავლებისგან და უკვე მათ მიმართ ლამით სიყვარულით განვიმსჭვალეთ - ქართველები გულღრძო როდი ვართ! - რომ გუშინ თავი შეგვახსენა აშშ-ის ელჩმა, თუმცა - ერთობ ორაზროვნად. კელი დეგნანმა, თითქოსდა - ზემოხსენებული რევოლუციონერი Takos-ს სიტყვების პასუხად (ან ეგებ ჩარკვიანი სუს-ის დაკრულზე ცეკვავს - ვირის აბანოში იტყუებს ყველა შლეგ მიშისტს?!) განაცხადა, რომ როდესაც ქვეყანაში ასეთი პოლარიზაცია და პანდემიაა, სარისკოა ასეთ მრავალრიცხოვან აქციებზე შეკრება“. მართლა?! მაშ, რატომ დუმდა ქალბატონი ელჩი 2 კვირის წინ, როცა იმავე ადგილას საკუთარ შაბაშზე შეიკრიბნენ ნეოფაშისტები და თანაც - ნიღბების გარეშე?! ასევე შევახსენბ დასავლელ ელჩებს, რა მოხდა ამ კვირაში თურქეთში:

თურქეთში 10 ქვეყნის - აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, კანადის, ფინეთის, ნორვეგიის, შვედეთის, დანიის, ახალი ზელანდიისა და ნიდერლანდების ელჩებმა გააკეთეს ახალი განცხადება, რომ მოქმედებენ ვენის კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ დიპლომატიური მუშაკები ვალდებული რიან პატივი სცენ მათი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს“. „ისინი ასევე ვალდებულნი არიან არ ჩაერიონ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში“, - ნათქვამია კონვენციაში. რის შემდეგაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიერდოღანმა, რომელსაც მათი ქვეყნიდან გაძევება სურდა, ჩათვალა, რომ დიპლომატებმა ამით უკან დაიხიეს ქვეყნის ცილისწამებისგან“ და გაკვეთილიმიიღეს“. ჩვენ ველით, რომ ეს ელჩები, რომლებმაც შეასრულეს ვენის კონვენციის 41-მუხლით ნაკისრი ვალდებულებები, ახლა უფრო ფრთხილად იქნებიან თავიანთ განცხადებებში“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რისთვისაც ჩემგან - დიდი პატივისცემა. პრეზიდენტმა დასძინა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც პატივს არ სცემს თურქეთის დამოუკიდებლობას, ვერ დარჩება ქვეყანაში“. თურქეთის სასამართლო სისტემა არავისგან იღებს ბრძანებებს. ჩემი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობა იყო, სათანადო პასუხი გამეცჩვენი მოსამართლეების მიმართ ამ უპატივცემულობაზე“, - აღნიშნა ერდოღანმა.

   ასე რომ, საქართველოში წარმოდგენილი დიპმისიების პატივცემულო ხელმძღვანელებო! პატივი ეცით ვენის კონვენციას, ქართულ სასამართლოს და საკუთარ თავსაც, რათა შემდეგ არ მოგიწიოთ უკან დახევა თურქი კოლეგების მსგავსად! და ღმერთმა ქნას, რომ საქართველოში მოღვაწეობის დასრულებამდე, საბოლოოდ გაგეგოთ, რა ხდება საქართველოში და ვინ არიან ნამდვილი ქართველები!“, - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.


საქინფორმი