საზოგადოება
ბათუმელი მძღოლები ავტომობილების გარეშე დატოვეს

avtobusi_batumiბათუმში ავტობაზრობაზე ათეულობით მიკროავტობუსია გაჩერებული საპატრულო პოლიციის მიერ. მათი მფლობელების განმარტებით, სატრანსპორტო საშუალება სამართალდამცველებმა ყოველ მიზეზგარეშე სწორედ მათ ჩამოართვეს, ვინც ოპოზიციის მხარდამჭერად არის მიჩნეული. თუმცა დაჰპირდნენ, რომ აქციების დამთავრების შემდეგ მანქანებს დაუბრუნებდნენ. მათივე განმარტებით, დანარჩენ მძღოლებს მიკროავტობუსების ნაცვლად მართვის მოწმობები ჩამოართვეს, რომ ქალაქიდან გასვლის საშუალება არ ჰქონდეთ.

როგორც ბათუმის საპატრულო პოლიციაში აცხადებენ, მძღოლებს მიკროავტობუსები სხვადასხვა დარღვევის გამო ჩამოერთვათ.