საზოგადოება
ოპოზიციის მხარდამჭერთა მანქანები პოლიციის თანამშრომლებმა პირდაპირ სახლებიდან წამოიღეს.
თვითმხილველების განცხადებით, სამართალდამცველებს მანქანების ჩამორთმევის მიზეზი არ განუმარტავთ.
მფლობელებისთვის 20-ზე მეტი მსუბუქი და სამარშრუტო ავტომობილია ჩამორთმეული. ავტომანქანა ჩამოართვეს „სახალხო კრების“ ერთ-ერთ წევრ გიორგი პაატაშვილსაც, „ქართული პარტიის“ თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელ სოსო აბულაძეს და ამავე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ახალგაზრდული მიმართულების კოორდინატორს. მანქანების ჩამორთმევის ფაქტზე შს საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.