საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში შესაძლოა, შუამავალი გიორგი მარგველაშვილი გახდეს. მეოთხე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს საგანგებო შეხვედრას სთავაზობს. მარგველაშვილი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილის მძიმე მდგომარეობით უნდა დაინტერესდეს.
გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, იმაზე, რაც ახლა ხდება, დიდი პასუხისმგებლობა სწორედ მოქმედ პრეზიდენტზეცაა.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ზურაბიშვილს კომპეტენციას ახსენებს და თვლის, რომ მოქმედი პრეზიდენტი, ყოფილის ბედით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს:
„პრეზიდენტოს საკითხი, ავტომატურად პრეზიდენტის კომპეტენციის ქვეშაა, ისევე როგორც მისი კომპეტენციის ქვეშ არის, ქვეყნის მთლიანობის საკითხი და ეს მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ მოიცავს...
მიმაჩნია, რომ დიდი პასუხისმგებლობა ახლა მოქმედ პრეზიდენტზეა, რომ ის დაინტერესდეს ამ საკითხით. მე არ ვამბობ, რომ უნდა შეიწყალოს, ეს მისი გადასაწყვეტი და საზიდი ტვირთია. მოქმედი პრეზიდენტი პატიმრიბაში მყოფი პრეზიდენტის ბედით უნდა დაინტერესდეს.
თუ დასჭირდება და საჭიროდ ჩათვლის, მეც შემიძლია ამ პროცესში ჩავერთო. იმ კომპეტენციაში, რაზეც სამმა პრეზიდენტმა შეიძლება ისაუბროს, არა პოლიტიკურ მოგება-წაგებაზე, არამედ ქვეყნის ბედზე, იმაზე რომ ტრავმა არ მივაყენოთ ჩვენ სახელმწიფოს",- განაცხადა მარგველაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.