უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ილჰამ ალიევმა ფუზულის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს

 საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ილჰამ ალიევი ფუზულის საერთაშორისო აეროპორტის გახსნას დაესწრნენ.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა სიმბოლური ლენტი გაჭრეს.

მოგვიანებით, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები აეროპორტში არსებულ პირობებს გაეცნენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში დღეს ჩავიდა. ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში მას კოლეგა, ილჰამ ალიევი დახვდა.

interpressnews.ge