უცხოეთი
ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზანგეზურის დერეფნის გზის საძირკველი ჩაყარეს

 საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან ერთად გორადიზ-ჯაბრაილ-ზანგილან-აღბანდის (ზანგეზურის დერეფნის) გზის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტები აჰმედბეილი-ფიზული-შუშას საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ.

ზანგეზურის დერეფანი სომხეთის ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთს.

interpressnews.ge