პუბლიკაციები
ენდერს ვიმბუში: მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი, ის არ იყო კარგი პატრიოტი

 „სააკაშვილმა 2012 წლის შემდეგ საკუთარი არჩევანი გააკეთა, საკუთარი სურვილით უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ის ჯერ წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ პოლონეთში, უკრაინაში, ნიდერლანდებში – საინტერესო ფაქტი ისაა თუ ვინ აფინანსებდა მის ამ მოგზაურობებს, ეს უზარმაზარ თანხებთან არის დაკავშირებული. ვიღაცამ აუცილებლად უნდა დაუსვას მას ეს კითხვები. შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა და ბოლოს უკრაინიდან საქართველოში ჩავიდა დესტაბილიზაციის მიზნით.

მე არ მაქვს სააკაშვილის მიმართ სიმპათია. ის არ იყო კარგი პატრიოტი. ის დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სასამართლოს მიერ. მან იცოდა, რომ როცა საქართველოში დაბრუნდებოდა, დაიჭერდნენ, თუმცა ამის არ სჯეროდა. ის დააპატიმრეს და წაუყენეს ახალი ბრალიც. არ მგონია ახლა რაიმის გაკეთება შესაძლებელი იყოს. მან ყველა ეს არჩევანი თავად გააკეთა და ის აქ მსხვერპლი არ არის“,- ამბობს ვიმბუში „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს.

მისი აზრით სააკაშვილი სამართლიანად არის გასამართლებული და მსხვერპლნი ის ადამიანები არიან „რომლებიც სააკაშვილის გამო დაზარალდნენ“.

ვიმბუში ევროპარლამენტარების შეფასებებზეც საუბრობს და მკაფიოდ აცხადებს, რომ მისი აზრით მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის.

ჩემი პოზიციაა, რომ ის არ არის პოლიტიკური პატიმარი. სამწუხაროდ მას ჰყავს მეგობრები ვაშინგტონში და ბრიუსელში რომლებიც ასე ამაყად ამბობენ, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. როდესაც ის პრეზიდენტი იყო, მან ასეთ ადამიანებს დახმარება გაუწია. დააფინანსა მათი კვლევითი ცენტრები და გააკეთა ყველაფერი რათა ამ ადამიანებისთვის ესიამოვნებინა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქართველებმა ახლა უნდა გააკეთონ საკუთარი არჩევანი და გააგრძელონ სვლა წინ. ბატონი სააკაშვილი წარსულია და ის ციხიდან ექვს წელიწადში გამოვა. იმედი მაქვს ის ამის შემდეგ მშვიდად წავა პოლიტიკიდან ან თუ სურვილი ექნება იყოს პოლიტიკოსი დარჩება პოლიტიკაში“,- აცხადებს ვიმბუში.

მისი აზრით, საქართველოში პოლიტიკური ელიტა საკუთარ თავზე ზრუნავს და არა მოქალაქეებზე, რაც უნდა შეიცვალოს და აქვე აცხადებს, რომ საქართველომ გეოპოლიტიკური სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.

Ipress.ge