საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 348 პაციენტი

 საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 348 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 57 301 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36 635, „პისიარ“ ტესტით – 20 666.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,11%, ბოლო 14 დღის – 8,79%, ბოლო შვიდი დღის – 9,02%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 675 771 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 619 285 გამოჯანმრთელდა, 9 588 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა – 1 926 893 აცრა, დღიურად აცრილია – 5 543.

კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 679 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 003 პირი.

ამასთან, 19 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 082 პაციენტი.