სამართალი
ძვირფასო მეგობრებო! ხვალიდან, 2011 წლის 21 მაისიდან, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ საკუთარი კორესპონდენტები თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, იმუშავებენ და ჩვენი საინფორმაციო სააგენტო იქ მიმდინარე მოვლენების შესახებ ცნობებს განუწყვეტლივ მოგაწვდით. ყოველ ნახევარ საათში ჩვენ გამოვაქვეყნებთ რეპორტაჟებს, გამოსვლებსა და ლიდერებთან ბლიც-ინტერვიუებს „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციიდან. ასევე, შემოგთავზებთ ფოტორეპორტაჟებს ჩვენი საიტის www.saqinform.ge რუბრიკაში „სლაიდშოუ“.
დარჩით ჩვენთან!
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“