როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის – ირაკლი ოქრუაშვილის, მიერ ჯარისკაცებისადმი დღეს გავრცელებული მიმართვის კომენტირებისას განაცხადა, ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება სრულიად ბუნებრივი მოვლენაა დემოკრატიული საზოგადოებისთვის, თუმცა პოლიტიკა მთავრდება იქ, სადაც შეიარაღებული ადამიანი ძალით გამოჰყავთ ბრძოლის ველზე.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს, საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავონ შეიარაღებული ნაწილების ნებისმიერი სახით პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართვისაგან“, – აღნიშნა თარგამაძემ და დასძინა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ხელისუფლება 26 მაისს აღლუმის ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხს გადახედავდა. „ეს განსაკუთრებით იმ განცხადებების კონტექსტშია მნიშვნელოვანი, რაც დღეს ცალკეული პოლიტიკოსის მიერ კეთდება“, – განაცხადა თარგამაძემ.