სამართალი
სააკაშვილის მოწინააღმდეგეებმა რუსთავის ციხესთან აქცია გამართეს

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. „ჯალათი ციხეში!“ — ასეთი იყო რუსთავის ციხესთან გამართული აქციის მთავარი ლოზუნგი. შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის სამუდამო პატიმრობას ითხოვდნენ

ციხესთან ისმოდა შეძახილები: „მკვლელო“, „მწამებელო“.

„საქართველოში ბევრმა იწვნია საკუთარ თავზე რეპრესიები და პოლიტიკური დევნა. აქცია იმისთვის გავმართეთ, რომ შევახსენოთ საზოგადოებას, რა ხდებოდა იმ წლებში. შენ არ გამოხვალ ციხიდან!“ — ასე მიმართა ექ-ს-პრეზიდენტს ყოფილმა პოლიტპატიმარმა ტრისტან წითელაშვილმა.

ხოლო აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, თორნიკე მოლაშვილმა განაცხადა, რომ მათი მოთხოვნაა, აიკრძალოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში ისე, „როგორც ტერორიზმი და ფაშიზმია აკრძალული“.

სააკაშვილი რუსთავის ციხეშია მოთავსებული. სამშობლოში სექტემბრის ბოლოს არალეგალურად დაბრუნებული ექს-პრეზიდენტის წინააღმედგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.