რედაქტორისგან
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორის – არნო ხიდირბეგიშვილის, პასუხი მსოფლიო საზოგადოებრივ ფორუმ „ცივილიზაციათა დიალოგს“

obshestvo22011 წელს ირანის ყოფილი პრეზიდენტის – მუჰამედ ხატამის, მიერ ინიცირებული პროგრამის „ცივილიზაციათა დიალოგის“ 10 წლისთავი აღინიშნება. იუბილე არაბული სამყაროს ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ კონფლიქტებს, იაპონიაში დამანგრეველ მიწისძვრებსა და დასავლეთის ქვეყნებში ეკონომიკურ კრიზისს დაემთხვა. საფრთხეში აღმოჩნდა ადამიანების სიცოცხლე.

თავისი დღის წესრიგის განსავრცობად და თანამედროვეობის მნიშვნელოვანი პრობლემების განსასჯელად მსოფლიო საზოგადოებრივი ფორუმი „ცივილიზაციათა დიალოგი“ გთხოვთ, ბატონო არნო, გვიპასუხოთ შემდეგ კითხვებზე:

– თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს მსოფლიო საზოგადოებრივი ფორუმის მიერ მხარდაჭერილი მსოფლიო დიალოგური თანამეგობრობის უნიკალობა და აქტუალობა?

– ეკონომიკური სისტემური კრიზისის პირობებში, რომელმაც ნეოლიბერალური მოდელის სრული შეუმდგარობა და ახალ მსოფლიო სოციალურ-ეკონომიკურ წესრიგზე გადასვლის აუცილებლობა უჩვენა, როცა მსოფლიო თანამეგობრობის თანამედროვე კრიზისული მდგომარეობა – არა მარტო ეკონომიკურ, არამე სოციალურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ და სხვა სფეროებშიც – საფრთხეში აგდებს ადამიანების სიცოცხლეს, მსოფლიო საზოგადოებრივი ფორუმის – „ცივილიზაციათა დიალოგის“, მიერ მხარდაჭერილი მსოფლიო დიალოგური თანამეგობრობის უნიკალობა და აქტუალობა უდავოა, მინიმუმ, სამი მიზეზის გამო, კერძოდ:

ა) თვალსაჩინოა, რომ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა: გაერო, ევროსაბჭო და სხვები (აღარაფერი რომ არ ვთქვათ ცალკეულ, თუნდაც, ყველაზე მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნებსა და მათ ლიდერებზე), ვერ უმკლავდებიან მოდერატორ-მედიატორთა როლს ყველგან გაჩაღებულ ნაირგვარ კონფლიქტში, რომლებიც ზოგჯერ შიდასახელმწიფოებრივ, სახელმწიფოთაშორისო და „ცალკეული“ კოლიზიის ფარგლებსაც სცდება. გლობალიზაციის პირობებში სხვადასხვა ცივილიზაციის ინტერესთა შეჯახებისას მოწინააღმდეგე მხარეებს შორის დაპირისპირების დაძლევა და ურთიერთობათა დარეგულირება (როგორც მინიმუმ - ამ აღმშენებელი პროცესისთვის სტრატეგიულად ხელის შეწყობა) მარტოოდენ პოლიტიკური კონიუნქტურისგან დისტანცირებულ არასახელმწიფოებრივ მსოფლიო საზოგადოებრივ სტრუქტურებს შეუძლიათ. ასეთ ინსტიტუტს წარმოადგენს მსოფლიო საზოგადოებრივი ფორუმი „ცივილიზაციათა დიალოგის“ – არაკომერციული არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 2002 წელს გლობალიზაციის პირობებში მსოფლიოს განვითარების ალტერნატიული გზების საძიებლად შეიქმნა;

ბ) პროგრამა „ცივილიზაციათა დიალოგის“ ათწლიანი არსებობის განმავლობაში ზემოხსენებული დაპირისპირებების განხილვის პროცესი კულუარებსა და სესიებზე არასდროს გადაზრდილა პერსონალურ ანტაგონიზმში, მიუღებელ ურთიერთობებში, რაც ფორუმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა; ფორუმისა, რომელსაც პრეტენზია აქვს ცივილიზაციათაშორისი დიალოგის, ცივილიზაციათაშორისი განვითარების ახალი პარადიგმის, სუვერენულ სახელმწიფოთა ეკონომიკიდან გამომდინარე, გლობალური ეკონომიკის განვითარების შემდგომი გზების საკითხთა კვლევებში ტრანსნაციონალურ ლიდერობაზე;

გ) იმ დროს, როცა ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დავოსის ფორუმმაც კი გააკეთა დასკვნების კონსტატაცია „გლობალური ეკონომიკის ერთობ წარმატებული განვითარების შესახებ“, 2004 წლის რეზოლუციაში მსოფლიო საზოგადოებრივმა ფორუმმა უახლოეს ხანებში სერიოზული ფინანსურ-ეკონომიკური ცვლილებების მოახლოების დასკვნების დეკლარირება მოახდინა. 2009 წლის როდოსის VII ფორუმის ყოველწლიური სესიის პლენარულ სხდომაზე კი მსოფლიო საზოგადოებრივი ფორუმის – „ცივილიზაციათა დიალოგის“, პრეზიდენტ-დამფუძნებელმა ვლადიმირ იაკუნინმა, „დაკვირვებების ისტორიაზე“ დაყრდნობით, განაცხადა, რომ მაღალი სოციალურ-კულტურული დაძაბულობის ხანა ხშირად ემთხვევა მძლავრ ბუნებრივ კატაკლიზმებს, რაც დადასტურდა დღეს, როცა არაბული სამყაროს ქვეყნებში განვითარებული მკვეთრი ცვლილებების თანადროულად (სამოქალაქო ომებსა და რევოლუციებში რომ გადაიზარდა) იაპონიაში დამანგრეველი მიწისძვრების მთელი სერია მოხდა.

როგორც არსებულმა სინამდვილემ უჩვენა, ორივე შემთხვევაში, მსოფლიო საზოგადოებრივი ფორუმის – „ცივილიზაციათა დიალოგის“, მიერ გამოთქმული შიში დადასტურდა, რაც ნიშნავს, რომ სწორედ დიალოგური თანამეგობრობის ფორმატში მოხერხდა წინასწარ რეალური სიტუაციის მოდელირება, რაც ვერ შეძლეს სხვა, ყველაზე ავტორიტეტულმა მსოფლიო ინსტიტუტებმაც – ეკონომიკურმა ფორუმებმა, კლუბებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ცალკეულმა საექსპერტო თანამეგობრობებმა და წამყვანმა პოლიტიკურმა ლიდერებმა.

– მსოფლიო საზოგადოებრივი ფორუმის – „ცივლიზაციათა დიალოგის“, რომელ ფორუმებსა და კონფერენციებში მიიღეთ მონაწილეობა, ამ ღონისძიებებზე განხილულმა რომელმა თემებმა და საკითხებმა დაგაინტერესათ უფრო მეტად?

– როგორც საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, ვმონაწილეობდი მსოფლიო საზოგადოებრივი ფორუმის – „ცივილიზაციათა დიალოგის“, 2010 წლის 7-11 ოქტომბერს კუნძულ როდოსზე გამართულ მეშვიდე ყოველწლიურ სესიაში. როგორც ცნობილია, ხსენებული ფორუმი 2 პლენარული, 6 სასექციო და 6 მრგვალი მაგიდის კომბინირებულ ფორმატში გაიმართა, რომელიც მიეძღვნა ცივილიზაციათა დიალოგს, საზოგადოებას, ეკონომიკას, კულტურას, მედიას, რელიგიასა და ოჯახს, პოსტკრიზისული მსოფლიო განვითარების არჩეული მიმართულებების, ინტერესებისა და თანამშრომლობის ფასეულობათა საზოგადოებრივი კონტროლისა და კორექციის ინსტიტუტების შექმნის კონსტრუქციული პროექტების განხილვას.

განსაკუთრებით დამაინტერესა იმ თემებმა და საკითხებმა, რომლებიც განიხილებოდა №3 სექციის – „თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკური სტრუქტურებისადმი ნდობის საზოგადოებრივი პოტენციალი“ – ჩარჩოებში; მოხსენებებმა: „სახელმწიფო სუვერენიტეტის ცვალებადი გაგება: სუვერენიტეტი, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები“; „გლობალიზაცია და ნაციონალური სახელმწიფოები“; „სუვერენიტეტი და გლობალიზაცია“; „გაერო და საერთაშორისო ლეგიტიმურობა: ფიქრები უსაფრთხოების საბჭოს როლზე“; „ახალ საუკუნეში ეკონომიკური და პოლიტიკური ორგანიზაციების ალტერნატივები“; „ნაციონალური ელიტა და საზოგადოებრივი წარმომადგენლობა: მათი როლი და ფუნქცია საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში“; №4 სექციამ – „კულტურათა ურთიერთობები დიალოგის სივრცეში“: „დიალოგისა და ტოლერანტობის პრობლემები გლობალიზაციისა და მიგრაციის პირობებში“.

– თქვენი აზრით, რა ახალი გამოწვევები დგას უახლოეს მომავალში მსოფლიო ცივილიზაციების წინაშე?

– „კრიზისის მთავარ გაკვეთილს საზოგადოებრივი და ცივილიზებული განვითარებისათვის ფინანსიზმისა და კონსიუმერიზმის, ფულისა და მომხმარებლობის შერწყმის დამღუპველობა წარმოადგენს, რაც ადამიანს საბოლოოდ გარდაქმნის ოპტიმიზებულ „ეკონომიკურ ცხოველად“, რომელიც მოკლებულია საზოგადოებრივ მისწრაფებებს, პასუხისმგებლობასა და ღირებულებებს“, – ხაზი გაუსვა 2009 წლის როდოსის ფორუმის მეშვიდე ყოველწლიური სესიის პლენარულ სხდომაზე მსოფლიო საზოგადოებრივი ფორუმის – „ცივილიზაციათა დიალოგის“, პრეზიდენტ-დამფუძნებელმა ვლადიმირ იაკუნინმა. მისი მოწოდებაა, პოსტკრიზისული განვითარების გზების განსაზღვრისას „ამოვიდეთ იქიდან, რომ ყველა პროდუქტიული საზოგადოებრივ-ეკონომიკური პროცესი დამოკიდებულია არა მარტო სახელმწიფოებზე, საწარმოებსა და მეწარმეებზე, არამედ მათ უკან მდგომ ცივილიზაციათა სოციალურ-კულტურულ ღირებულებებზე, მთელი მათი მეცნიერების, განვითარების, დასაქმებულობის, შრომისა და დასვენების სიკეთეებით“.

სწორედ ესაა ერთადერთი მართებული მიდგომა – გზა სასიკვდილოდ სახიფათო გამოწვევების წინაშე, უკვე დღეს რომ დგას მსოფლიო ცივილიზაციების პირისპირ, კერძოდ კი:

1) ეკოლოგიური კატასტროფების წინაშე, რომლებსაც ვერ შეაჩერებს სახელმწიფო და ტერიტორიული საზღვრები, შეძლებენ კი ისინი ერთობლივ მოქმედებებზე შეთანხმებას მსოფლიო ბუნებრივი რესურსების ხარბად მოხმარებაზე, ადამიანის მიერ ბუნებაზე ძალადობისგან, სოციუმის, ცივილიზებული კავშირების სამყაროსა და ბუნების შეუცნობელ, თუმცა, ერთობ მყიფე სფეროში აქტიური შეჭრისგან თავშეკავებას?

2) ეკონომიკური კატასტროფების წინაშე, სახელმწიფოებრივ და ტერიტორიულ საზღვრებს რომ არ ცნობს, შეძლებენ კი იმის აღირებას, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მონაწილეობა საზოგადოების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში; რომ ნაციონალური ეკონომიკის ხსნა ვერ მოხერხდება კრიზისული პრობლემების გადაჭრაში სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე; და შეძლებენ კი შეთანხმდნენ ერთობლივ მოქმედებებსა და მსოფლიო თანამეგობრობის ინტერესთა სამართლიანი შეხამების იმედისმომცემი პროექტებისა და ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებაში, ისეთებისა, როგორიცაა: ევროპის სავალუტო ფონდი, რეგიონული ვალუტა, ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა, მილსადენები, ენერგოსისტემები და ნაირგვარი საინტეგრაციო პროექტები?

3) სოციალური კატასტროფების წინაშე, სახელმწიფოთაშორის და ტერიტორიულ საზღვრებს რომ არ ცნობს, შეძლებენ კი ისინი უარის თქმას ერთი ცივილიზაციის მიერ მეორისთვის თავისი სტანდარტების დაძალებაზე; შეძლებენ კი საერთაშორისო ტერორიზმის, ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანებას; ზემძლავრი იარაღის (სტრატეგიული, ბირთვული, კოსმოსური) ახალი სახეობების უგულებელყოფასა და გაერთიანებას იმისათვის, რომ დედამიწაზე მოსახლე ასობით მილიონ მშიერ და არაადამიანურ პირობებში მცხოვრებ ადამიანს დაეხმარონ; მიწისძვრის, ცუნამისა და სხვა ბუნებრივი კატასტროფების შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილი ან სამოქალაქო კონფლიქტების შედეგად ლტოლვილადქცეული ხელის გაწოდებას ხალხისთვის, ვინც ერთ წუთში დაკარგა წლობით მონაგარი?

– დიალოგური თანამეგობრობის გაფართოების რომელ ძირითად პრინციპებს შემოგვთავაზებდით ცივილიზაციათა მოწყობის ახალი, უფრო სამართლიანი სისტემის შემუშავებისას?

– დიალოგური თანამეგობრობის გაფართოება ცივილიზაციათა მოწყობის ახალი, უფრო მეტად სამართლიანი სისტემის შემუშავებისას სამ ძირითად პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს:

1) თანასწორობა და ორმაგ სტანდარტებზე უარის თქმა;

2) უწყვეტობა, უკვე შემუშავებულის მუდმივი რეალიზაცია და „ფორუმიდან ფორუმამდე“ მუშაობის ნაკლებეფექტიან სტილზე უარის თქმა;

3) გამჭვირვალობა და განსჯისათვის „დახურული“ ტაბუდადებული თემებისა თუ სფეროების არსებობის აღიარების უგულებელყოფა.

 

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“