რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: სააკაშვილის სიკვდილი საქართველოში დიდ დღესასწაულად გადაიქცეოდა!

     NEWS FRONT- მა საქინფორმის მთავარ რედაქტორსთხოვა მოეთხრო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის სააკაშვილთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. არნო ხიდირბეგიშვილმა განაცხადა, რომ „მთელი ამ კომედიის პარალელურად მიმდინარეობს რეგიონში ახალი კონფიგურაციის და, შესაბამისად, საქართველოს მომავლის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი მაკროპოლიტიკური პროცესები, მაგრამ მოსახლეობის ყურადღება გადატანილია მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებულ სკანდალებზე, რომელმაც თავისი მომხრეებისგან უკვე მოითხოვა მისი ციხიდან გათავისუფლება“.

- რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ 480 ათასმა მოქალაქემ მხარი დაუჭირა იმ ხელისუფლების დაბრუნებას, რომელმაც ჩახოცა და გააუპატიურა ქართველი ხალხი, დაანაწევრა საქართველოს ტერიტორია, მაგრამ რა გაეწყობა - უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთი მეექვსედი - ნაკლოვანი, დაზომბებული, გაავებული, დაბალი სოციულური პასუხისმგებლობის მქონე უზნეო ათეისტები არიან. ასეთი ადამიანები არიან უკრაინაშიც და სხვა ქვეყნებშიც, მთავარია, ისინი არ აღმოჩნდნენ უმრავლესობაში. თუმცა მათ შორის არის ათიათასობით უბრალოდ მშიერი, ფულზე და დაპირებებზე გაყიდული ადამიანები, რომლებიც საარჩევნო ყუთებთან საკუთარ ქმედებებს ვერ აცნობიერებენ. დანარჩენები -კი, სააკაშვილის მტკიცე მხარდამჭერები არიან, რომლებიც კარგაბ ცხობრობდნენ მისი რეჟიმის დროს და მრავალი შეღავათითა და პრივილეგიით სარგებლობდნენ. გარეწარი დამნაშავეები, რომელთათვისაც ციხეში უნდა ისხდნენ, მაგრამ "ქართული ოცნების" მაზოხისტური "კეთილშობილების" გამო დღეს ისინი თავისუფლად დაიარებიან და გვემუქრებიან ტელეეკრანებიდან, მაგალითად - რეჟიმის შს და თავდაცვის მინისტრი, არამზადა და ნაძირალა გია ბარამიძე. ვინ მისცა უფლება ახალი “ოცნების“ წარმომადგენლებს 9 წლის განმავლობაში ეპატიებინათ დამნაშავეებისთვის, რომელია მათ შორის ღმერთი?!

   აი მიზეზი იმისა, რომ განხიბლული ქართველი ამომრჩევლების ნახევარი, რომელმაც 2012 წელს სიხარულით მოახდინა საკუთარი უფლებების დელეგირება „ქართული ოცნებისათვის“, ა.წ. 2 ოქტომბერს არ მივიდა პირველ ტურში. მაგრამ, ბოლო მოვლენებისა და სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ, ეს მოქალაქეები უნდა დავარწმუნოთ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება და პრემიერი ღარიბაშვილი მკვეთრად განსხვავდებიან 2012 წლის ხელისუფლებისგან, რათა განაწყენებულმა მოქალაქეებმა 30 ოქტომბერს, მეორე ტურში მაინც გააკეთონ თავიანთი არჩევანი! თუმცა, ამჟამინდელი ხელისუფლების მედია სეგმენტი ნულის ტოლია, საქართველოს თითქმის ყველა ტელეკომპანია - ესაა ერთი ადამიანის მიერ შექმნილი „სააკაშვილის ცენტრალური ტელევიზია“, რომელიც ნაცების პიარზე მუშაობს. ამ კაცის ვინაობას ახლა არ დავასახელებ, ის უცნობია უცხოელი მკითხველისთვის. და კიდევ, პატიოსანი ქართველი ამომრჩეველი უნდა დავარწმუნოთ, რომ მისი ერთგულება დაფასდება და რომ ხელისუფლებიდან მოშორდება "ინერტული ბალასტი" - სხვადასხვა რჯულის კონფორმისტები, "ნაცმოძრაობიდან" იმპორტირებულნი ადეპტები და მიშას აპოლოგეტები.

- ბატონო არნო, ალბათ ელექტორატის ასეთი სიჭრელის გამო „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ვერ შეძლეს მიტინგებზე რამდენიმე ასეული, მაქსიმუმ ორიოდე ათასმხარდამჭერზე მეტის გამოყვანა, თუმცა „ნაცმოძრაობამ“ ამომრჩეველთა 480 ათასი ხმა მიიღო?

- სწორედ ასეა და, ამასთან, დღეს „ნაცმოძრაობაში“ დიდი განხეთქილებაა. სააკაშვილის ძველი თანამებრძოლები, ასევე ეგზალტირებული, ფსიქიკურად არაადეკვატური სექტანტი ქალების მებრძოლი რაზმი, მაგალითად, აწ გარდაცვლილი პოეტი ჩარკვიანის ქალიშვილი, სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ, არ ცნობს ლიდერად პარტიის თავმჯდომარე ნიკანორ მელიას. მთელმა ოპოზიციამ უარი განაცხადა „გრანდიოზულად“ დაანონსებულ „ნაციონალების“ ხვალინდელ აქციაში მონაწილეობაზე, ხოლო თავად სააკაშვილი ისე გათავხედდა, რომ უკვე მოითხოვა საკუთარი მომხრეებისგან ციხეზე იერიშის მიტანა და მისი გათავისუფლება! დიახ, "ქართულ ოცნებას" ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა გაეწია, რათა თავიდან მოეხდინა ხრწნადი "ნაცმოძრაობის" რეანიმირება და მათი ლიდერების გაერთიანება, რომლებიც, ქილაში ვირთხების მსგავსად, ერთმანეთს ჭამენ... თუმცა, არიან გამონაკლისებიც - თბილისის ყოფილმა მერმა უგულავამ, რომლის ცოლიც სააკაშილის საყვარელი იყო, დღეს მას აპატია და კვლავ მონურ ერთგულებას ავლენს! მოკლედ, დღეს საქართელოში „ქამინგ აუტია“ - ყველამ თავისი ორიენტაცია გამოაშკარავა და ამისი არ სცხვენია!

"სააკაშვილის ცენტრალურმა ტელევიზიამ", ერთი ადამიანის რჩევაზე დაყრდნობით, რომელიც მათთვის დღემდე უდავო ავტორიტეტად რჩება, ბრწყინვალედ ჩაატარა ეს პროპაგანდისტული ფეიკ-კამპანია ქვეყანაში, თუმცა ჩვენ ყოველდღე გვესმის ხელისუფლების ფარისევლური განცხადებები "რუსული ნარატივის", "ჰიბრიდული ომის", "რბილი ძალის", "კიბერსაფრთხეებისა" და „რუსული პროპაგანდის" შესახებ! რუსეთი, როგორც მთავარი საფრთხე საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომში, ასევე დაფიქსირებულია დოკუმენტებშიც - „2021-2024 წლების კიბერუსაფრთხოების მე -3 ეროვნულ სტრატეგიაში“, ასევე „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში“ - იმ დროს, როდესაც საქართველოს ყველა მსხვილი ტელეკომპანია, რომლებსაც მე ვუწოდე "სააკაშვილის ცენტრალური ტელევიზია" - "მთავარი არხი", "რუსთავი 2", "პირველი", "ფორმულა" და სხვები, მიზანმიმართულად ახორციელებენ ძირგამომთხრელ ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იპარავენ ათიათასობით ფარული თვალთვალის ამსახველ ფაილსა და მათზე თანამშრომლების რაპორტებს, რომლებიც შემდეგ ქსელში ვრცელდება! ძალიან გასაკვირია, რომ რუსეთსა და პუტინს ჯერ არ დააბრალეს სუს-ის მასალების მოპარვა!

- სიმართლე გითხრათ, ბევრს უკვირს, რომ სააკაშვილს ასეთი ფართო შესაძლებლობები მიეცა ციხიდან პროპაგანდისტული კამპანიის ჩასატარებლად, მსგავსი პრეცედენტები არსად შეგვხვედრია, მით უმეტეს - საარჩევნო პერიოდში. ყოველდღიური შეხვედრები საკუთარ თანამებრძოლებთან, რომლებიც შედიან მასთან ხან როგორც ადვოკატები, ხან - როგორც ჟურნალისტები, ხანაც -როგორც უბრალოდ პოლიტიკოსები, რომლებიც ქუჩაში კითხულობენ მის მიმართვებსა და ბრძანებებს, ეს ყველაფერი შემდეგ ფართოდ ტრანსლირდება ქართულ ტელეარხებზე ... ბატონო არნო, როგორ ფიქრობთ, რატომ აირჩია სააკაშვილმა ასეთი უცნაური, რთული და უკანონო გზა საქართველოში დასაბრუნებლად? ორი დღე რძის პროდუქტებით დატვირთულ სატვირთკონტეინერში, ტრაილერის სავენტილაციო კაბინაში, საზღვაო გზით, წყლის ბოთლითდა საბნით, როგორც ამბობენ...

- მე სრულიად განსხვავებული ვერსიის მომხრე ვარ - რომ სააკაშვილი საქართველოში თურქეთის გავლითა და ძალიან კომფორტული გზით შემოვიდა, ის ვერ იტანს ცუდ პირობებს. ყველაფერი დანარჩენი არის ლეგენდა მოწამეზე - მესამე პრეზიდენტზე, რომელიც პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მსგავსად, დაბრუნდა დასავლეთ საქართველოში, ოღონდ სააკაშვილი დაბრუნდა უკრაინიდან, გამსახურდია კი - ჩეჩნეთიდან. სააკაშვილის სიკვდილი დიდ დღესასწაულად გადაიქცეოდა საქართველოში, მაგრამ მისი "შიმშილობა" არის კლოუნადა, მას არ ძალუძს დისკომფორტის განცდა არაფერში! და სანამ ჩვენი ხელისუფლება კვლავ აგრძელებს "კეთილშობილების" თამაშს, "როგორც შეეფერება ქართულ კულტურას", "სააკაშვილის ცენტრალური ტელევიზიის" პროპაგანდისტული მანქანა სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცაღა თითოეულ ზემოხსენებულ ტელეკომპანიას მილიონობით ფინანსური დარღვევა აქვს. სულ მცირე, სამ მათგანს აფინანსებს სააკაშვილის მოლარე, თავდაცვის ექს-მინისტრი კეზერაშვილი, რომელიც, აგრეთვე, ურიცხავს ფულს სააკაშვილის დასავლელ ლობისტებს. და სანამ ქართველ ხალხს ამ შოუთი “კვებავენ“, არჩევნების მეორე ტური ახლოვდება, ხოლო "ქართული ოცნების" ამომრჩეველს არავინ ელაპარაკება, არანაირი კონტრპროპაგანდა არ მიმდინარეობს! ბათუმში კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებული ტრაგედიაც კი „სააკაშვილის ცენტრალურმა ტელევიზიამ“ თავისი პარტიის სასარგებლოდ გამოიყენა!

   არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი მაკროპოლიტიკური პროცესები, რომლებიც განსაზღვრავენ რეგიონში ახალ კონფიგურაციას და, შესაბამისად, საქართველოს მომავალს, მაგრამ მოსახლეობის ყურადღება გადატანილია მესამე პრეზიდენტის ატეხილ სკანდალებზე, მისი დასავლელი ლობისტების შეურაწყოფელ განცხადებებზე და სახელმწიფო გადატრიალების მიწოდებებზე. ვგულისხმობ პროექტს "კავკასიური პლატფორმა" 3 + 3, რომელიც ერდოღანმა შესთავაზა ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებისთანავე. ეს არის სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა - მართლმადიდებელი საქართველო და სომხეთი და მუსლიმანური აზერბაიჯანი, და რეგიონის სამი ქვეყანა, რომელიც მათ თაიგულივით ერტყმის - მუსლიმანური თურქეთი და ირანი და მართლმადიდებელი რუსეთი. ამ სამშვიდობო პროექტში მედიატორის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და თავად საქართველო, როგორც გეოსტრატეგიული და ლოგისტიკური ცენტრი, სატრანსპორტო და ენერგეტიკული ჰაბი. „კავკასიური პლატფორმის“ პროექტში არაა კრიზისების, ომებისა და რევოლუციების ადგილი, რომლებიც განუყოფლად უკავშირდება სააკაშვილს, პირიქით, დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრობლემები წყდება, აზერბაიჯანის მიმართ ირანის პრეტენზიები განიხილება, დადგება საქართველოს ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტის დროც, რომელიც წარმოიქმნა სააკაშვილის „წყალობით“. სწორედ ამიტომ სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ „ჯდება“ სცენარში, ის უბრალოდ უკუნაჩვენებია, მიუხედავად „სააკაშვილის ცენტრალური ტელევიზიის“ ეთნიკურად ქართველი ტელეწამყვანების ყველა მცდელობისა, რომლებსაც ქართველ ერთან მხოლოდ გვარი აკავშირებთ. „კავკასიური პლატფორმის“ ქვეყნებს ძალუძს წინააღმდეგოების გაწევა მსოფლიოში ნებისმიერი ალიანსის წინააღმდეგ და უნიკალური ეკონომიკური პერსპექტივები გააჩნიათ.

- თქვენ ბევრი პუბლიკაცია მიუძღვენით "კავკასიურ პლატფორმას", მათ შორის - ახსენეთ ის სააკაშვილის დაკავების შემდეგ რამდენიმე ტელეარხთან ინტერვიუში, ამიტომ ამას დღეს არ გკითხავთ. სხვა რამეს ვიკითხავ - რა სიახლეებს სთავაზბს სააკაშვილი საქართველოს, თუკი სურს, რომ მისი წარსული შეცდომები დავიწყონ და მხარდაჭერონ? რეფორმების გაგრძელება?

- და ვინ გითხრათ, რომ სააკაშვილი ნანობს ჩადენილს და ბოდიშის მოხდა სურს?! ვინ მოისმინა საქართველოში ანდა მსოფლიოში მისი ბოდიში ან სინანული?! არავინ! ერთადერთხელ მისმა ყოფილმა, მაგრამ სინამდვილეში - მოქმედმა მეუღლემ სანდრა რულოვსმა, რომელთანაც ის არ განქორწინებულა, განაცხადა, რომ ერთხელ მიშას უთხრა: მე მას ვუთხარი, თუ საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნდები, დამპირდი, რომ ასეთ რამეს მეტად აღარ გაიმეორებ, შემდეგ თვალებში ჩახედდა მიხვდა - მეტს აღარ იზამს!". როგორც ხედავთ, ყველაფერი ძალზე ბუნდოვანია, ცოლთანაც კი არ მოინანია, რა ქართველ ხალხზე, საქართველოსა ან ქართულ ეკლესიაზეა საუბარი?! ის დარწმუნებულია, რომ ყველა, ვინც აწამა, იმსახურებდა ამას, ვინც მოკლა - ისიც! მას სურს რევანში და არა რეფორმები, რათა ჩახოცოს ისინიც, ვისი მოკვლაც ვერ მოასწრო! რა რეფორმებზეა საუბარი?! სააკაშვილმა შექმნა ახალი ქართული პოლიცია და არმია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რათა დაეხოცათ ქართველები და არაქართველები თბილისში, ზუგდიდში, ცხინვალში, ყველგან! ეგებ მან თავი გამოიჩინა უკრაინაში განხორციელებული რეფორმებით?! დამისახელეთ ერთი მაინც, რომელიც მუშაობს! არ არსებობს ასეთი, მხოლოდ სანახაობრივი პრეზენტაციები! ლიზა იასკოსთან დაკავშირებული ისტორიაც ავანტიურის ნაწილია, საქართველოში დაბრუნებამდე მან საგანგებოდ გამოაცხადა რადას დეპუტატთან ქორწინების შესახებ - სხავათაშორის, მასზე არანაკლებ გაიძვერასთან! - რათა მისი გარდუვალი დაკავების შემდეგ სკანდალი აეტეხა, რათა იგი შებრალებოდათ და გაეთავისუფლებინათ ამ დამატებითი მიზეზის გამო, რადგან "უკრაინის მოქალაქე" და "უკრაინის პრეზიდენტთან არსებული ოფისის ხელმძღვანელი"- ეს არგუმენტები აღარ მუშაობს.

2021 წლის 13 ოქტომბერი
მაია ჯავახიშვილი - სპეციალურად NEWS FRONT-თვის თბილისიდან