საზოგადოება
ამასთან, კონგრესში აცხადებენ, რომ „შესაბამისი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ძალოვან სრუქტურებში მომზადდა ფალსიფიცირებული ვიდეოჩანაწერი იმის შესახებ, თუ როგორ აფინანსებენ ქართული წარმომავლობის რუსი ბიზნესმენები ოპოზიციური აქციების ჩატარებას საქართველოში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“. „პრეზიდენტ სააკაშვილისგან განსხვავებით, „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი“ პატივს სცემს საქართველოს კანონებს და არ ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობას დაარღვევდნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის“ წევრები „სახალხო კრების“ ლიდერებს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წარმატებით ჩატარებას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების შეცვლის მიზნით „სახალხო კრება“ ხვალ, 2011 წლის 21 მაისს, თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.