საზოგადოება
საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ბოლო მონაცემებით საქართველოში რეინფიცირების ანუ მეორედ ინფიცირების ათი ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული.
აღნიშნულის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბაზებზე ბოლო გადატარებით რეინფიციების დაახლოებით ცხრიდან ათი ათასამდე შემთხვევა გვაქვს დადასტურებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.