საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს.
„1 ოქტომბერს დამაპატიმრეს და ციხეში ჩამსვეს.
დაპატიმრება ემყარებოდა ორ განაჩენს, რომელსაც მსოფლიოში არავინ ცნობს და აგრეთვე დაკავების ორდერს ორ განსახილველ საქმეზე.
საქართველოს კანონის თანახმად, მიმდინარე საქმის საფუძველზე ნებისმიერი დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სასამართლოს.
9 დღეა არ ჩაუნიშნავთ სასამართლო სხდომა და ჩემს ადვოკატს მოსამართლემ ახლახანს განუცხადა, რომ სასამართლო მოსმენა არ იქნება რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ეს არის აშკარა მცდელობა, რომ არ დაუშვან ჩემი საჯაროდ გამოსვლა არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე, სადაც თითქმის ყველა დიდ ქალაქში ჩემი პარტიის შედეგები თანაბარია ივანიშვილის პარტიის შედეგებთან.
ვიმედოვნებ, რომ თქვენ თვალს მიღმა არ აღმოჩნდება ეს არაკანონიერი ტყვეობის საქმე“, - ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.