პუბლიკაციები
როგორ შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში - ფაქტები და დეტალები

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორ შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, ვინ დაეხმარა მესამე პრეზიდენტს და ვინ იყო ოჯახი, რომელმაც მესამე პრეზიდენტი ოჯახში შეიფარა.

ბოლო დროის ყველაზე რეზონანსულ საქმე მთავარი მტკიცებულებები "ნოდარ მელაძის შაბათმა" და ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა მოიპოვა.

გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა და მთელი ძალოვანი უწყება ადგენს - შემოვიდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ტვირთმზიდ "ვილნიუსის" ბორანით.

გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ რვა წლის შემდეგ, იძულებითი ემიგრაციიდან პრეზიდენტი სააკაშვილი უკან სამშობლოში სწორედ ილიჩევსკის პორტიდან 26 სექტემბერს გამოსულ ბორანს გამოჰყვა. შოთაძის უწყებას ეჭვი აქვს, რომ ნომერ პირველი ძებნილი ქვეყანაში საბარგო​ განყოფილებით დაბრუნდა.

როგორც ირკვევა, ისტორიული რეისის ბორანმა, "ვილნიუსმა" საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 28 სექტემბერს გამთენიისას დაასრულა. გემის ბორტიდან საბაჟო კონტროლისთვის 8 კონტეინერი, 34 ვაგონი,18 მსუბუქი ავტომობილი და 47 სატვირთო ტრაილერი ჩამოიტანეს.

საბაჟო შემოწმება 28 სექტემბერს უპრობლემოდ გაიარა ელგუჯა ცომაიას „სკანიას“ მარკის მისაბმელიანმა ავტომობილმაც.

ცომაია ის ადამიანია, რომლსაც ახლა პროკურატურა ტრაილერის სამალავის გამოყენებით ქვეყანაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შემოყვანას ედავება.

ელგუჯა ცომაია საქართველოში, ბორანით შემოვიდა - სადაც მისი სატვირთო ავტომობილი და ზედ ჩაბმული რძის პროდუქტებით სავსე მისაბმელი იყო განთავსებული. პროკურატურის ვერსიით, სააკაშვილი სამშობლოში რძის პროდუქტებით სავსე კონტეინერში მოწყობილი სამალავით შემოვიდა თუმცა ის ყველაზე დაცულ ტერიტორიაზე ვერავინ შეამჩნია.

"შაბათის ეთერმა" ის ფოტო მასალა მოიპოვა რომლიც პოლიციამ ავტომობილის დათვალიერებისას გადაიღო, სადაც ჩანს სივრცე სატვირთო ავტომობილში, სადაც გამოძიების ვერსიით, მესამე პრეზიდენტი იმყოფებოდა. მან 48 საათი გზაში, ერთი პლედით და რამდენიმე ბოთლი წყლით გაატარა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს გამოძიების მტკიცებით, 28 სექტემბერს ფოთში, ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე მამასთან ერთად დახვდა, მის მანქანაში გადაისვა და სამეგრელოს სოფელ ტყვირში წაიყვანა

ტრაილერის, მძღოლი ელგუჯა ცომაია, მამა -შვილ წოწორიების ახლო ნათესავია. შორ მანძილზე რეისიდან ჩამოსული ფოთში მცხოვრებ ოჯახს ის ხშირად სტუმრობდა და წოწორიებსაც უკრაინიდან დაბრუნებული ნათესავიც მშობლიურ აბაშაში ხშირად წაუყვანიათ, ამიტომ მასთან ერთად მყოფი უცნობი მამაკაცი, წოწორიებს

"მძღოლის უკან, სავარძელზე უცბად დაჯდა ჩემთვის უცნობი მამაკაცი, რომელსაც სახე კეპითა და პირბადით ჰქონდა დაფარული. აღნიშნული მამაკაცი მე მივიჩნიე მძღოლად, ვინაიდან ელგუჯა ცომაიას საზღვარგარეთიდან ხშირად დაჰყვებიან მძღოლები. უცნობი მამაკაცი ჩაჯდომისას არ მოგვსალმებია და იმ დროს არც გამოგვლაპარაკებია"- წერია წოწორიას ჩვენებაში.

ირკვევა, რომ წოწორიებმა მანქანაში პრეზიდენტთან ერთად დაახლოებით საათნახევარი გაატარეს- აბაშისკენ მიმავალი ოჯახი გზად სენაკში გაჩერდა, სადაც "რომპეტროლის" ავტოგასამრთ სადგურზე საწვავის მარაგი შეავსეს. უკანა სავარძელზე, ჩუმად მჯდომი პრეზიდენტი, შუაღამით მიმდებარე სოფლებს ათვალიერებდა.

ფოთიდან აბაშამდე 53 კილომეტრია - ამ გზაზე ავტომობილს რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი გადაადგილდებოდა, რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და არაერთი ვიდეო სათვალთვალო კამერაც შეხვდა თუმცა ის არავის გაუჩერებია. პროკურატურის საქმის მასალებით დასტურდება, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტყუილი თქვა, როდესაც სააკაშვილის დაკავების საღამოს საქარტთველოს მოსახლეობას უთხრა, რომ ექსპრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის პირველივე წუთებიდან განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავდათ აყვვანილი.

საქმის მასალების მიხედვით, შუაღამეს ძველი მერსედესი, აბაშის რაიონში შევიდა - მინგრეულ-მონგრეული გზებით შეწუხებულმა სააკაშვილმა მაშინ პირველად თქვა, ფრაზა და მანქანის მგზავრებიც მიხვდნენ რომ უკანა სავარძელზე, მამაკაცი შავი კეპით და სამედიცინო პირბადით იძულებითი ემიგრაციიდან დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი იყო. მამა- შვილმა წოწორიებმა მანქანაში არ შეიმჩნიეს, რომ პრეზიდენტი ამოიცნეს. ის სოფელ ტყვირში ჩაიყვანეს და ელგუჯა ცომაიას სახლში შეაცილეს. მეგრულ ოდაში მესამე პრეზიდენტს არავინ დახვედრია -. დაკეტილი სახლის კარი მასპინძელმა თავად გააღო და მისაღებ ოთახში შევიდნენ, შუქის ანთების შემდეგ, წოწორიები უკვე დარწმუნდნენ რომ მათ წინ პრეზიდენტი იდგა.

მიხეილ სააკაშვილმა, ღამე ტყვირში გაატარა, მასპინძელმა მეორე სართულზე ოთახი და ვერანდა დაუთმო, საიდანაც მთელი აბაშა ჩანს.

სოფელი ტყვირში გატარებული ღამის შემდეგ, მესამე პრეზიდენტი დილით, სამეგრელოდან აჭარაში გაემგზავრა. სავარაუდოდ, პრეზიდენტმა თეთრი მიკროავოტობუსით ისარგებლა. მიხეილ სააკაშვილმა ნახევარი სამეგრელო ერთ თანამეგზურთან ერთად გაიარა. შემდეგ ჩავიდა გურიაში, სოფელ შეკვეთილიდან, სადაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაა, ქობულეთის გავლით ბათუმში ჩავიდა და საღამოს უკვე ბულვარში გაისეირნა.

პირველი, სადაც სააკაშვილი მივიდა, მისივე აშენებული ბათუმის საბაგირო და ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იყო, სადაც უმაღლესი სასწავლებლის ნაცვლად კაზინო დახვდა. ბათუმის ბულვარი ფეხით ბოლომდე მარტომ ჩაიარა. ბოლო გაჩერება ახალი ბულვარი იყო, მისივე აშენებულ იუსტიციის სახლთან ერთ-ერთი ბოლო ვიდეო მიმართა ჩაწერა და თბილისში წამოვიდა.

ბათუმიდან თბილისამდე გზა ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ვინ იჯდა ამ დროს საჭესთან საქმის მასალებით ვერ დგინდება. 374 კილომეტრი 6 საათში გაიარა თუმცა -გზად მძღოლს ქუთაისში შესვლა სთხოვა- აინტერესებდა რა ხდებოდა მისივე აშენებულ პარლამენტთან. შენობა ჩაბნელებული დახვდა ამიტომ გეზი პირდაპირ დედაქალაქისკენ აიღეს.

თბილისში ჩამოსული სააკაშვილი გურამიშვილის გამზირზე დაბინავდა და ღამეც ქვიშეხეთს ორ ნომერში გაატარა. პროკურატურის მასალებში არ წერია, თუმცა "ტვ პირველმა" დაადგინა, რომ უკვე 30 სექტემბერს სააკაშვილმა თბილისის დათვალიერება გადაწყვიტა. საიდუმლოა იმ ადამიანების ვინაობა, ვისთან ერთად ექპრეზიდენტმა თბილისი შემოიარა.

პირველი, სადაც მივიდა, ზვიად გამსახურდიას სანაპიროს გავლით ავლაბრის აღმართო იყო. ნახა ფუნქციადაკარგული საპრეზიდენტო სასახლე. შემდეგი გაჩერება იყო უკვე ინგოროყვას ქუჩა. ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო კანცელარიასთან სააკაშვილმა ფოტო გადაიღო, თუმცა მისი გასაჯაროება ვეღარ მოასწრო. მთაწმინდაზე სეირნობის შემდეგ 30 სექტემბერს ღამეს სააკაშვილი ისევ ქვიშხეთის ქუჩაზე სახლში დაბრუნდა.

პირველ ოქტომბერს ქართლი ოცნება სიცრუის სამსახურში ჩადგა, ამ დროს მთელი მმართველი პარტია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი უკრაინაშია. განცხადება უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 15 საათსა და 30 წუთზე გააკეთა, ზუსტად ამ დროს როდესაც უწყებამ უკვე დანამდვილებით იცოდა რომ სააკაშვილი საქართველში იყო. თუმცა კვალზე გასვლას ვერ ახერხებდა ამას შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული საქმის პროკურატურის ფაილები ადასტურებს.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაწყებული გამოძიების პირველი აღრიცხვის ბარათია - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ძიება 1 ოქტომბერს არა სააკაშვილის ქვეყნაში შემოსვლის საქმეზე, არამედ ელგუჯა ცომაიას წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა შეძენის ფაქტზე დაიწყო. ოპერატიული პატაკი​დან დგინდება, რომ გამოძიების დაწყების დრო 15 საათი და 30 წუთია მითთებული, ანუ გამოდის რომ სააკაშვილის ჩამოსვლიდან 4 დღის განმავლობაში,შემდეგ კი ვიდეოს გავრცელებიდან 5 საათში მესამე პრეზიდენტის დაბრუნებას ქვეყნაში ვერც საგამოძიებო უწყება იჯერებდა და ამიტომ გამოძიება ცომაიას წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის საქმეზე დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი ახლა ციხეშია - საგამოძიებო უწყება კი აკავებს ყველას ვისაც ემიგრაციიდან დაბრუნებულ პრეზიდენტთან რაიმე შეხება ჰქონდა.უწყებამ უკვე გამოკითხა ის პოლიციელები, ვინც ოდესიდან საქართველოში ჩამოსული ბორანი „ვილნიუსსი „ და სატვირთო ავტომობილი შეამოწმა. ვინც საბედისწერო ტრაილერი ფოთის ტერმინალში შეამოწმეს რეზო ჟვანია და ბესიკ კვეღრელიძე არიან.

ახლა საგამოძიებო უწყება არკვევს ხომ არ ჰქონდათ ინფორმაცია მესაზღვრეებს სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშრებით, ხომ არ მოუწყეს შეთქმულება ძალოვანებმა და სააკაშვილი საზღვარზე ისე გამოტარეს, რომ საპასპორტო კონტროლი არ გაუვლია.

ტვ პირველი