საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ვისაც ჯერ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის საიდუმლო ზრახვებზე ილუზიები გააჩნია, შევახსენებთ მიშას ბიძამისთან თემურ ალასანიასთან სატელეფონო საუბრარს, რომელიც 2018 წლის 25 ოქტომბერს - ძველი სტილით დიდი ოქტომბრის რევოლუციის 101 წლისთავს შედგა.
მიხეილ სააკაშვილი: გვარამია ხო არ გამოჩენილა? ხო არ გილაპარაკია? დაწყნარდა ბოლომდე?
თემურ ალასანია: ძაან სწორ აზრზეა, ძაან კარგად არის. უსმენს ამათ, მაგრამ არაფერს ამათ მიხედვით არ აკეთებს. ამიტომ ჩვენ, ერთადერთი ნიშა ჩვენი არიო რადიკალიზაცია საზოგადოების.
მიხეილ სააკაშვილი: მოახდინოს რადიკალიზაცია. რადიკალიზაცია გამოიწვევს ქაოსს რა.
თემურ ალასანია: აი როგორი, იცი? ნამდვილად, იმიტომ, რომ ფეხზე დავდგებით. აი ნახავ, თუ არა.
მიხეილ სააკაშვილი: კვესიტაძე არის ის, რაც უნდა იყოს აწი პროპაგანდა სულ. მარა, ასევე რაღაცა სეგმენტი გვინდა პროპაგანდის თბილისის “Middle-class”-ისთვის და უნდა ვისწავლოთ ასევე ინტერნეტ-სეგმენტის გამოყენება.
თემურ ალასანია: ზუსტად ეგრეა.
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ორი ელემენტის გაძლიერება გვჭირდება: რევოლუციური ახალგაზრდობის და მეორე, თბილისის “middle class“-ის იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში რევოლუციას ეგენი ახდენენ. მანდ გვაქვს სერიოზული ჩავარდნა იმიტომ, რომ ამათ წარმოიდგინეს, რომ თბილისი ეს არის ბაზრობებზე სიარული და გლდანის მეტროში და ეგ, ეგრე არ არის. ისიც არის, მაგრამ გადამწყვეტი რევოლუციური მუხტი არის აი ეს “Self made“ ბიზნესები თბილისის ცენტრში.
თემურ ალასანია: ჩვენი მომხრეები ეგენი არ არიან, თავიდანვე გითხარი. აი, ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს არ გამოვა.
მიხეილ სააკაშვილი: და თან, ამ სირებს რომ ჰგონიათ, რომ ამათთან რაღაც დიდს მიაღწევ.
თემურ ალასანია: არა. ეს არის ავანტყოფი ერია, რა. ეს არის... ამათ სანამ არ დაა...ვამ თავზე და სანამ დედას არ მოუ...ავ, ვერ იგებენ ვერაფერს რა
მიხეილ სააკაშვილი: ეგრე იყო ეგ ხალხი მთელი ცხოვრება და ეხლა რატომ იქნება...
თემურ ალასანია: მაგათი დედა მოვ...ან მე ქართველების „პროსტა“. ქართველების დედა მოვ...ან „პროსტა“. ვინ არიან ესენი ტო? ეს „ავანტყოფი“ ერი ვინ არის ტო? დავიღალე იცი, „პროსტა“ აი, ცდისგან. ვზივარ, ვზივარ, ვზივარ. რაღაც ზარებს ველოდები რაღაცას. მივდივარ-მოვდივარ... სულ რაღაცა ხვალ-ზეგ, აი ეხლა მოხდება, აი ეხლა მოხდება...
მიხეილ სააკაშვილი: ამათ სულ აჭრილი აქვთ ყველაფერი, რამსები. არიან რაღაცა... ეს არჩევნები კიდე უფრო დააბნევთ იმიტომ, რომ დააყენეს უსუსტესი კანდიდატი და ცუდი კამპანია აქვთ. ისა რა ქვია...
თემურ ალასანია: დავიღალე. იმიტომ კი არა, რომ ცუდად არის რამე საქმე? არა! „პროსტა“ აი ცდამ დამღალა. სულ რაღაცას ვუცდი. ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას. „პროსტა“, Simple as that. Simple as that.
მიხეილ სააკაშვილი: ეხლა ჟურნალისტებს მიხედე ჯობია და გვარამიას.