საზოგადოება
მანიაკი ბრუნდება მკვლელობის ადგილას - სააკაშვილი დაბრუნდა! - არნო ხიდირბეგიშვილი

   2005 წლის 3 თებერვალს სანზონაში, კონსპირაციულ ბინაში, სააკაშვილის ბრძანებით მოკლეს ზურაბ ჟვანია და რაულ იუსუპოვი, მაგრამ სააკაშვილი ამის გამო არ გაუსამართლებიათ, როგორც არ გაასამათლეს გურამ შარაძის მკვლელობისთვის.

   2021 წლის 1 ოქტომბერს სანზონაში, კონსპირაციულ ბინაში, დააკავეს თავად სააკაშვილი, რომელიც დაბრუნდა საქართველოში, სადაც მისი ბრძანებით ბევრი ადამიანი მოკლეს. სანზონიდან იგი რუსთავის ზონაში გადაიყვანეს. მეზობელ საკანში მას უკრაინიდან ცოტა ხნის წინ ექსტრადირებული მეგი ქარდავა ელოდებოდა, სააკაშვილის დანაშაულებრივი განაჩენებისშემსრულებელი, სერგო თეთრაძის მკვლელი.

   16 წლის შემდეგ, როგორც იქნა, სამართალმა პური ჭამა, თუმცა, განაჩენი სიმბოლური აღმოჩნდა - მხოლოდ 6 წელი 6 დანაშაულისთვის, მათ შორის - ადამიანობის წინააღმდეგ! კომფორტულ საკანში, და არა ჯოჯოხეთში მამათმავლებითა და მოძალადეებით, როგორც მისი პრეზიდენტობის დროს. მიუხედავად ამისა, მისი ფანატები საქართველოში და უკრაინაში, ევროპარლამენტში და ამერიკის კონგრესში უკიდურესად განრისხებულები მოითხოვენ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

   უკაცრავად, მაგრამ, რატომ შეიძლება საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ სარკოზის ორჯერ მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსარა, თუმცა სარკოზის მხოლოდ ფინანსური დარღვევები ჰქონდა - არავინ მოუკლავს, არ გაუუპატიურებია, არ გაუსხვისებია საფრანგეთის მიწები მეზობელი სახელმწიფოების სასარგებლოდ?!

საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არასოდეს შეიწყალებს სააკაშვილს, პრემიერმა და მინისტრებმა - რომ ის 6-წლიან სასჯელს სრულად მოიხდის საქართველოში, ნუთუ მათ აიძულებენ საკუთარი სიტყვების უკან წაღებას და სააკაშვილის ექსტრადირებას უკრაინაში?! ეს ძალიან მალე გაირკვევა, მიშა დიდხანს ვერ იშიმშილებს,ხოლო ოფიციალური ვაშინგტონი და კიევი შემოიფარგლა სააკაშვილთან მიმართებაში კანონის დაცვის მოთხოვნით "საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების" ჭრილში, ქვეყნის საშინაო საქმეებში უშუალო ჩარევის გარეშე. ან კი რისთვის? საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ბევრად უფრო სანდო პარტნიორია, ვიდრე სააკაშვილი, ვის სჭირდება ახალი დესტაბილიზაცია?!

   და განა ადეკვატური, ფსიქიკურად ნორმალური ადამიანი, რომელსაც აქვს სახლები აშშსა და უკრაინაში, ბევრი ფული და მაღალი თანამდებობა, რომელსაც დღედღეზე უკრაინის ვიცე -პრემიერად დანიშვნას უპირებენ, საკუთარი ნებით შეძვრება არაჟნით სავსე სატვითო კონტეინერში, რომლითაც "MAERSK"- გემით საქართველოში ჩაიტანს, სადაც მას გარდაუვალი დაკავება ელოდა?! განა უკეთესი არ იქნებოდა ღირსეულად ჩამოსულიყო?! სააკაშვილის მოუწესრიგებელი პირადი ცხოვრება და გადახრები სადისტური სექსისკენ - ცალკე თემაა სასამართლო მედიცინისთვის, ფროიდის ფსიქოანალიზის თეორიის ნათელი ილუსტრაცია და მიხეილის ბავშვობაში ფესვგადგმული ფსიქიკური ტრავმების შედეგია.

სააკაშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას იგი სძულს, რომ საქართველოში მას დამპალ გადარეულ გიჟად თვლიან, მან კარგად იცის, რომ პოლიტიკაში არ შეიძლება "ორჯერ შეხვიდე ერთსა და იმავე მდინარეში", მაგრამ სააკაშვილს თავი მესია ჰგონია, რომელიც სასწაულებს ახდენს, ანდა გრაფი კალიოსტრო, რომელიც საუკუნის ავანტიურაზე მიდის! მას რომ მოენანიებინა, სინანულის გზა გაევლო რუსთაველზე, როგორც უდანაშაულო ქრისტეს – Via Dolorosa-ზე, კეთილი ქართველები თუ არ აპატიებდნენ კიდეც, დაივიწყებდნენ მაინც! მაგრამ - არა, ის ბრბოს შურისძიების, რევანშის, რევოლუციის, ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ მოუწოდებს! და ფანატიკოსი სექტაც მზად არის თავისი გურუს გულისთვის ნებისმიერი დანაშაულისთვის, სახელმწიფო გადატრიალებისთვის, "გრძელი დანების ღამისათვის", რადგან სიებიგავრილოვის ღამესშედგენილია!

   მივმართავთ სააკაშვილის დასავლელ მეგობრებს და ყველას, ვინც დღეს აკრიტიკებს ქართულ ხელისუფლებას და ითხოვს მის გათავისუფლებას - ქალბატონებო და ბატონებო! 9 წლის განმავლობაში თქვენ სააკაშვილს უწოდებდით "დემოკრატიის შუქურას", თუმცა ის იყო ჯალათი და მკვლელი. თავს ლაფი დაისხით და მომდევნო 9 წლის განმავლობაში სირცხვილით დუმდით, დღეს კი კვლავ ხმა ამოიღეთ?!

   მთელი მსოფლიო გაოცებულია - რატომ ეძლევა ნება სააკაშვილს, ციხიდან ბოლივუდის საკადრისი შოუ მოაწყოს?! თუ ის – სერიული დამნაშავე და გიჟია, რატომ იღებენ მის შესახებ ფილმებს სამი ტელეკომპანია - "მთავარი არხი", "პირველი", "ფორმულა" - და რამდენიმე გასართობი არხი - "კომედი შოუ", "კავკასია" და სხვები?! და ეს ყველაფერი - მისი პრეზიდენტობის დროს ქართველი ხალხისთვის მოპარული და კეზერაშვილის მიერ კონტეინერებით გაზიდული ფულით?!

დღეს მათ წამოიწყეს ახალი მზაკვრული კამპანია - სააკაშვილს უტოლებენ საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, და ამავე დროს, დითირამბებს უმღერიანქართული ოცნებისპოლიტიკურ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს, როგორცერთადერთ ანალიტიკოსს, რომელიც ადეკვატურად შეაფასებს ვითარებას და გამოაცხადებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს“. აქაოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო არ აპატიებს ამ ხელისუფლებას ციხეში მოშიმშილე სააკაშვილს და, მით უფრო, მის სიკვდილს.

არ ვიცი რა ზომებს მიმართავს ივანიშვილი, რომელიც ყოველთვის რბილად ეპყრობოდა სააკაშვილს და განაცხადა, რომ მას „ისე კი არ უნდა მოვექცეთ, როგორც იმსახურებს, არამედ როგორც საქართველოს, მის კულტურას შეჰფერის“. საერთოდ კი, საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, დამნაშავეებსა და მოძალადეებს სიკვდილით სჯიდნენ, დღეს კი ქართულ კულტურასა და ტრადიციას შეჰფერის, რომ უკრაინელი სტუმარი – სააკაშვილის შეყვარებული ელიზავეტა იასკო, რომელიც მის სანახავად ჩამოვიდა, ექსკურსიაზე წაიყვანონ განსაკუთრებული ტურისტული მარშრუტით – ადგილებში, სადაც დღისით–მზისით სააკაშვილის ბრძანებით დახოცეს უდანაშაულო ქართველები – გირგვლიანი, რობაქიძე, ვაზაგაშვილი, პოლკოვნიკი კრიალაშვილი და მრავალი სხვა. ეგებ საბრალო ლიზა მაშინ მიხვდეს, რომ მიშა სულაც არაა პოლიტიკური პატიმარი და საქართველო სულაც არაა ბედნიერი იმით, რომ „თავის სამშობლოზე შეყვარებული სააკაშვილი ჰყავს“, როგორც მან განაცხადა რუსთავის ციხეში პაიმნიდან გამოსვლისას! ამიტომ „ქართველებს სააკაშვილის გამო შესაშური“ არაფერ აქვთ, ისევე, როგორც თავად მას...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო
ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 6 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი