საზოგადოება
უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკო სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსთავში, სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო იმყოფებოდა.

ლიზა იასკო პენიტენციურ დაწესებულებაში უკრაინის საკონსულოს წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

ლიზა იასკო საპატიმროში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან შევიდა. სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ კი ლიზა იასკომ მედიასთან კომენტარი გააკეთა.