სამართალი
საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. პარლამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს.
დღეს ჩანიშნულია პლენარული სხდომა, სადაც განხილვის ერთ-ერთი საკითხი სწორედ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება იქნება.
ნიკა მელიას მიმართვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო, რომ მას მანდატი შეუწყდეს.
პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ნიკა მელიამ თავად მიმართა.