სამართალი
საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. „სამხრეთ ოსეთს აქვს უფლება მოითხოვოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია - წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამო“, - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.
მედოევმა ხაზი გაუსვა, რომ „სააკაშვილს ელოდება სამართლიანი სასამართლო პროცესი ე.წ. სამხრეთ ოსეთში და აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება იქნება შესაბამისი“.
„ვგულისხმობ 2004 და 2008 წლებში ჩადენილ დანაშაულებს, გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ გაეროს კონვენციის თანახმად, მიღებული გაეროს გენერალური ასამბლეის 260 (III) რეზოლუციით“, - განაცხადა მედოევმა.