საზოგადოება
კავკასიის რეგიონში ადამიანთა ვაჭრობისა და იძულებითი სამუშაოს წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია
konferencia518 მაისს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კავკასიის რეგიონში ადამიანთა ვაჭრობისა და იძულებითი სამუშაოს წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გაი რაიდერი.
ღონისძიება საქართველოს მთავრობისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით იმართება. მისი მიზანი საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, აღნიშნულ საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერება, გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციების შემუშავებაა. კონფერენციაზე მონაწილეებმა ტრეფიკინგისა და იძულებითი შრომის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის საჭირო მაგალითებზეც იმსჯელეს.
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ამ პრობლემებთან ბრძოლის გეგმა შეიმუშავა. განვითარდა სერვისები და მექანიზმები იმ რისკების შესამცირებლად, რაც ჩვენს მოქალაქეებს იძულებითი შრომისა და ტრეფიკინგისკენ უბიძგებს. ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია გაიხსნა დღეს, რაც მომავალში აღნიშნული საკითხების წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებლად დაგვეხმარება“, – აღნიშნა ანდრია ურუშაძემ. „იძულებითი შრომისა და ტრეფიკინგის აღმოფხვრა მოითხოვს თანმიმდევრულ მიდგომას, რომელიც შრომის, მიგრაციის, ადამიანთა უფლებებისა და გენდერულ საკითხებს ითვალისწინებს. ვფიქრობ, ერთობლივად განხორციელებული ინიციატივები ბევრად უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე სხვადასხვა ორგანიზაციის ცალკეული ძალისხმევა“, – განაცხადა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გაი რაიდერმა.
ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია დღეს საზეიმოდ დაიხურება.