აქტუალური
საერთაშორისო ბირჟებზე სამი კვირაა, ნავთობის ფასი მცირდება. პირველი მაისის შემდეგ 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 126 დოლარიდან 109 დოლარამდე დაეცა; 1 ტონა ბენზინი 124 დოლარით გაიაფდა, 1 ტონა დიზელი კი – 127 დოლარით. ლოგიკურია, რომ ამ ცვლილებას საცალო ბაზარზე ფასების კორექტირება უნდა მოჰყვეს.
ნავთობიმპორტიორები, რომლებიც ქართულ ბაზარზე ოპერირებენ, საწვავის გაიაფებას კვირის ბოლოს გეგმავენ. ამის შესახებ კომპანიების ნაწილმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ნაწილი კი ჯერ კიდევ ფიქრობს. ამჯერადსაწვავი 5 თეთრით გაიაფდება, თუმცა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ნავთობიმპორტიორების მოგების მარჟა მაღალია და 10 თეთრით გაიაფების შესაძლებლობაც კი არის.