სამართალი
„რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრები „სახალხო კრებაში“ გადავიდნენ

Zugdidis_centraluri_moedaniროგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს, „სახალხო კრების“ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზამირა ღადუა ხელისუფლებას მის მიმართ ტერორში ადანაშაულებს. „სავარაუდოდ, „კუდმა“ მომიგზავნა ახლობელი, რომლის მეშვეობითაც დამემუქრნენ, თუ პოლიტიკურ საქმიანობას თავს არ დავანებებდი, გამომიძებნიდნენ მიზეზს და დამიჭერდნენ. ასევე, დაიჭერდნენ შვილებს, ნათესავებს. პროკურატურაშიც დამიბარეს. მე ადვოკატთან ერთად მივედი. დამიწყეს დაკითხვა მეორე საჯარო სკოლაში 2006 წელს ჩატარებული სარემონტო სამუშაოების გამო (ქალბატონი ზამირა ამ სკოლის ყოფილი დირექტორია. – . .). კითხვები იყო შეთითხნილი, ისინი მზად არ იყვნენ დაკითხვისათვის. მათ ჩემი დაჭერა უნდოდათ, იმიტომაც მივედი ადვოკატთან ერთად. მე ხელისუფლებას მინდა, განვუცხადო, რომ ესენი ვერ დამაშინებენ, ბოლო ტრანსპორტში ჩავჯდები და ისე გავაცილებ ჩემს ხალხს ზუგდიდიდან თბილისში“, – აღნიშნა ზამირა ღადუამ.

ზამირა ღადუას განმარტებით, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ დატოვა ამ პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ნიკო რაფავამ და ამ ორგანიზაციის 12-მა წევრმა. ყველანი შეუერთდნენ „სახალხო კრებას“.