პუბლიკაციები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის მხარეზე გადავიდა!

 საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში არჩევნების წინ, რომლის სახელმწიფო გადატრიალებად და, წარუმატებლობის შემთხვევაში – სამოქალაქო ომად გადაქცევასაც სააკაშვილის ოპოზიცია აპირებს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, როგორც ყოველთვის - სახელმწიფოს ფულით, თავისთან სახლში, საფრანგეთში გაფრინდა. სახლის დასუფთავებისა და შოპინგის გარდა, მან თან წაიღო საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები, რომელსაც თავისი შეხედულებისამებრ ურიგებს მეგობრებს და პროტექციით - თავის ნაცნობებს. ზურაბიშვილი აგიტაციას უწევს სააკაშვილის პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“. მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნებისა" და მისი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წყალობითა და მისი ფულით პრეზიდენტი გახდა (და მაშინაც - მეორე მცდელობაზე, მეორე ტურში, როდესაც მისი არაპოპულარული სახე საქართველოში ივანიშვილის პლაკატებით დაფარეს), ზურაბიშვილმა საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და ოპოზიციისა და საქართველოს დასავლელი მტრების ჯგუფების გვერდით დადგა. მან მოუწოდა საქართველოში კოალიციური მთავრობის შექმნის, ანუ ხელისუფლებაში უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისკენ, რომელსაც 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ორ საქმეზე, ხოლო სამი საქმე გამოძიებაშია. გარდა ამისა, მისცა რა ინტერვიუ ფრანგულ გამოცემას, მან უჩვენა არა მხოლოდ მისი აშკარა გაუნათლებლობა, არამედ არაადეკვატურობაც, რისთვისაც საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა მას დიდი ხანია "Соломенная" შეარქვა (წაიკითხეთ ქვემოთ).

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოველკვირეულ ჟურნალ Le Journal du Dimanche-თვის 25 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიზნებზე, ასევე ქართული ოცნების 9-წლიანი მმართველობის თავზე კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ქვეყანაში დღეს არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ „პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია“ და დასძინა, რომ მოახლოებული არჩევნები გვიჩვენებს, შეძლებს თუ არა ქვეყანა მის გადალახვას.

9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.