საზოგადოება
გასამრჯელო ქართული ენის სწავლებისათვის

larebiსაქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს:

„სარწმუნო წყაროს ცნობით, გალის რაიონის სკოლებში მასწავლებლები ქართული ენის სწავლებისათვის მოსწავლეებისაგან ყოველთვიურად 100 ლარის გადახდას ითხოვენ. უნდა აღინიშნოს, რომ გალის რაიონის სკოლების მასწავლებლების უმეტესობას საქართველოს განათლების სამინისტრო აფინანსებს და მასწავლებლებს დროულად ეძლევათ ხელფასები, ამიტომაც მოსწავლეების მიერ დამატებითი თანხის გადახდის მოთხოვნამ მოსწავლეთა მშობლები გაანაწყენა და აღაშფოთა. უფრო მეტიც, იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ფული არ აქვთ გადახდილი, მასწავლებლები ოთახში კეტავენ და სახლებში არ უშვებენ“.