საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი აპირებს „მკაცრი“ იყოს ვლადიმერ პუტინთან, რათა „პატივისცემა მოიპოვოს“!

 საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში არჩევნების წინ, რომლის სახელმწიფო გადატრიალებად და, წარუმატებლობის შემთხვევაში – სამოქალაქო ომად გადაქცევასაც სააკაშვილის ოპოზიცია აპირებს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, როგორც ყოველთვის - სახელმწიფოს ფულით, თავისთან სახლში, საფრანგეთში გაფრინდა. სახლის დასუფთავებისა და შოპინგის გარდა, მან თან წაიღო საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები, რომელსაც თავისი შეხედულებისამებრ ურიგებს მეგობრებს და პროტექციით - თავის ნაცნობებს. ზურაბიშვილი აგიტაციას უწევს სააკაშვილის პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“. მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნებისა" და მისი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წყალობითა და მისი ფულით პრეზიდენტი გახდა (და მაშინაც - მეორე მცდელობაზე, მეორე ტურში, როდესაც მისი არაპოპულარული სახე საქართველოში ივანიშვილის პლაკატებით დაფარეს), ზურაბიშვილმა საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და ოპოზიციისა და საქართველოს დასავლელი მტრების ჯგუფების გვერდით დადგა. მან მოუწოდა საქართველოში კოალიციური მთავრობის შექმნის, ანუ ხელისუფლებაში უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისკენ, რომელსაც 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ორ საქმეზე, ხოლო სამი საქმე გამოძიებაშია. გარდა ამისა, მისცა რა ინტერვიუ ფრანგულ გამოცემას, მან უჩვენა არა მხოლოდ მისი აშკარა გაუნათლებლობა, არამედ არაადეკვატურობაც, რისთვისაც საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა მას დიდი ხანია "Соломенная" შეარქვა (წაიკითხეთ ქვემოთ).

ორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად დანიშვნის მწარე გამოცდილების შემდეგ, თითქოსდა ბიძინა ივანიშვილკარგად უნდა დაფიქრებულიყო, სანამ პრეზიდენტად 100 -ჯერ უარეს კანდიდატ - ძველ მენშევიკსა და არაადეკვატურ ემიგრანტს დანიშნავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ სწორედ ასეთი ფიგურა უნდა ჩასდგომოდა სათავეში კოლონიას სახელწოდებით "ჯორჯია"...

დღეს ჩვენ აღარ ვართ რუსეთის უკანა ეზო, – ამ სათაურით აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს ფრანგული გამოცემა „კვირის ჟურნალი“ (JDD).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, წარსულში ფრანგი დიპლომატისთვის, რომელიც სახელმწიფოს მეთაური გახდა, პრიორიტეტი საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაა.

„ხვალ სალომე ზურაბიშვილი პარიზში ჯერ ინვალიდების სასახლეში და შემდეგ კი ტრიუმფალურ თაღთან მივა, რათა საფრანგეთის მიერ საქართველოს აღიარების 100 წლისთავი აღნიშნოს – „უდიდესი სიმბოლიკის მატარებელი მომენტი“ სახელმწიფოს მეთაურისთვის, რომელმაც 2018 წელს დათმო საფრანგეთის მოქალაქეობა, რათა საკუთარი მოვალეობის შესრულებას შესდგომოდა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „კვირის ჟურნალთან“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი დიპლომატი საუბრობს ორ ქვეყანას შორის კავშირზე, საქართველოს მიზანზე, შეუერთდეს ევროკავშირს და ამავდროულად, მოსკოვთან რთულ დიალოგზე, რომელიც მუდამ მხარს უჭერს აფხაზ და ოს სეპარატისტებს.

კითხვაზე, რას წარმოადგენს მისთვის საფრანგეთი, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ის სრულად ქართველია.

„არაფერი მაქვს საწინააღმდეგო სამშობლო საფრანგეთის მიმართ, რომელმაც მე შემქმნა. მე აქ მივიღე განათლება და ძალიან მიჯაჭული ვარ საფრანგეთზე. ფრანგული კულტურის მიმართ ძლიერი ქართული მიჯაჭულობა არსებობს, ალექსანდრე დიუმა საქართველოში გმირია. ეს ევროპული ღირებულებებისა და ქრისტიანული ცივილიზაციისადმი მიჯაჭულობაა“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში.

საფრანგეთის დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ დასმულ კითხვაზე საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს, რომ მას ეს არ მაკვირვებს.

„საქართველოშიც, ჩვენ ძალიან ძლიერ პოლარიზაციაში ვცხოვრობთ. ეს მსოფლიო ფენომენი სხვა ფორმის პანდემიაა, რომლის წინააღმდეგაც დამატებითი მობილიზებაა საჭირო. ეს ითარგმნება იდენტობის თემების წამოჭრითა და საკუთარ თავში ჩაკეტვით. საქართველოში ჩვენ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, მრავალი გაურკვევლობით, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. შესაბამისად, ასეთი ტენდენციაა: ჩემი იდენტობა არის ის, რაც ყველაზე ძვირფასი მაქვს“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

კითხვაზე, ამოწურულია თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოს ბოლო თვეების განმავლობაში ჰქონდა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამას მომავალი ადგილობრივი არჩევნები გვიჩვენებს.

„პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. ცხრა წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს განვითარების ერთადერთი პერსპექტივა ევროპაა.

„ამ ინტეგრაციის ფირმა და თარიღი ევროკავშირის ევოლუციაზეა დამოკიდებული. ამ ლოდინისას კი უნდა მივიღოთ ყველაფერი, რისი მიღებაც შესაძლებელია: ჩვენ შევუერთდით ისეთ ევროპულ პროგრამებს, როგორიც ერასმუსია, განხორციელდა ვიზალიბერალიზაცია, გაიხსნა ბაზრები. საქართველო გულით ევროპულია და თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო და უფრო ასეთი ხდება. მას კიდევ უფრი მეტად შეუძლია იყოს ევროპული“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კითხვაზე, კვლავ არის თუ არა ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მიზანი, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მიზანია და ეს პროცესი ევროინტეგრაციის პარალელურად მიმდინარეობს.

„დიახ. ეს ის პროცესია, რომელიც პარალელურად მიმდინარეობს, და გარკვეულწილად, თითქმის უფრო ადვილია. საქართველო წარმოდგენილი იყო ავღანეთში. ჯარის თავსებადობა ძალიან წინ წასული პროცესია. წლებია ნატო-სთან ერთად წვრთნები გვაქვს“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

კითხვაზე, „რუსეთი დაგანებებთ, რომ ბოლომდე მიიყვანოთ ეს მიზანი“, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:

„საგარეო საქმეთა მინისტრობისას, ჩემს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრებისას ხშირად წამოიჭრებოდა ნატო-ში გაწევრიანების საკითხი. რუსეთის პოზიცია შემდეგი იყო: – ალიანსის არჩევანი სუვერენულია, მაგრამ ის არ უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული და მართალია, ის არ არის დაკავშირებული გაწევრიანების გადაწყვეტილებასთან, ახსნა მაინც საჭიროა.

პრობლემა ისაა, რომ რუსეთმა დაამძიმა თავისი პოზიციები ჩვენთან, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც უკრაინაში. ალიანსი არის ის ადგილი, სადაც მომავალი უნდა იყოს მყარი“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების შეფასებისას საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ურთიერთობები „სრულად გაყინულია“.

„არანაირი დიალოგი არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით მცირედ ტექნიკურ მიმოცვლას. თუმცა, ეს არასდროს იღებს პოლიტიკურ განზომილებას“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

კითხვაზე, პუტინთან უფრო მეტი სიმტკიცე ხომ არ არის საჭირო, რათა მეტად გაიგოს, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „სიმტკიცე საჭიროა, რათა პატივი გცენ“.

„თუმცა საჭიროა გამოსავლების შეთავაზება. მხოლოდ სანქციები შედეგს ვერ მოიტანს. თუმცა, რაც აკლია ევროკავშირს, არის ხედვა ამ კონფლიქტებიდან გამოსავალზე და რუსეთისათვის შეთავაზებები“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კითხვაზე, „რას გეუბნებათ ამერიკის წარუმატებლობა ავღანეთში?“, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ამ გამოწვევამ ვიეტნამი გაახსენა.

„ეს არასტაბილურობის ფაქტორია, განსაკუთრებით, რუსეთისთვის. ეს რეგიონი გახდა მისი ჭეშმარიტი უკანა ეზო. ჩვენ იქ აღარ ვართ. როგორ უნდა გამოვიდეს ის ამ სიტუაციიდან? ეს ის შეკითხვაა, რომელიც მთელი მსოფლიოსათვის ძალიან აქტუალური იქნება“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი „კვირის ჟურნალთან“ ინტერვიუში.

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.