სამართალი
ნინო ბურჯანაძეს ავტომობილი მოჰპარეს

avto_ugonშს სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში მანქანების გატაცება აღარ ხდება, თუმცა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს მაინც მოჰპარეს ავტომობილი. თავად ოპოზიციონერის თქმით, 17 მაისს ავტოფარეხიდან სწორედ ის ავტომობილი გაიტაცეს, რომელზეც 21 მაისს „სახალხო კრების“ აქციისთვის ტრიბუნა უნდა დაემონტაჟებინათ. ეს ავტომობილი ავჭალის პოლიციის განყოფილებასთან დგას და მისი დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი ჯერჯერობით ნინო ბურჯანაძისთვისაც უცნობია.