პუბლიკაციები
არასამთავრობოებმა „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ შექმნეს

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში მოქმედმა რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ დეზინფორმაციის წყაროების იდენტიფიცირების, მონიტორინგისა და კვლევის მიზნით „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ ჩამოაყალიბეს.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები არიან: „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF); გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება – „აი ფაქტი“; „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი” (IWPR); „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED); „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS); „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“; ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI); „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI).

კოალიციის განცხადებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „მოსალოდნელი დეზინფორმაციული საფრთხეების პრევენციის მიზნით“, დეზინფორმაციის ფაქტების გამოსავლენად კოორდინირებულად იმოქმედებს და შეეცდება პასუხი გასცეს „იმ მავნე გარე თუ შიდა აქტორებს, რომლებიც დეზინფორმაციის გამოყენებით, საზოგადოების დაყოფასა და დაპირისპირებას ცდილობენ“.

კოალიცია USAID-ისა და Zinc Network-ის მხარდაჭერით შეიქმნა.