აქტუალური
საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული პარტიული სიები გამოაქვეყნა. საერთო ჯამში კანდიდატების სია 31 პარტიამ წარადგინა.
ქვემოთ დედაქალაქის საკრებულოსთვის პატრიოტთა ალიანსის მიერ რეგისტრირებული პროპორციული სიის პირველი 10 კანდიდატია წარმოდგენილი, რომელთაგან 3 ქალია, 7 კი – მამაკაცი:
გოჩა თევდორაძე;
ირმა ცხორაგაული;
მალხაზ ამაშუკელი;
გიორგი გაბათაშვილი;
მალხაზ თოფურია;
ეკა მირიანაშვილი;
გოდერძი ამაშუკელი;
აკაკი კარტოზია;
ლელა გიორგაძე;
გელა ხუციშვილი.
პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გიორგი ლომია წარადგინა.