საზოგადოება
აშშ საელჩოსადმი გასაგზავნ მიმართვას არასამთავრობო ორგანიზაციებიც უერთდებიან

presrelizსაქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოხატავენ ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქართველი ხალხისთვის გაწეული განსაკუთრებული დახმარებისთვის, ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობისთვის.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსადმი გასაგზავნ მიმართვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელმოწერით შეუერთდებიან, რისთვისაც შეიკრიბებიან 2011 წლის 20 მაისს, 12.00 საათზე, ნუცუბიძის ბავშვთა სახლთან (ნუცუბიძის №3).

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ასევე სამადლობელო წერილით მიმართავენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას, სადაც გამოხატავენ თავიანთ ღრმა პატივისცემასა და სთხოვენ ევროკავშირს, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგის მექანიზმები.