საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული პარტიული სიები გამოაქვეყნა. საერთო ჯამში კანდიდატების სია 31 პარტიამ წარადგინა.
ქვემოთ დედაქალაქის საკრებულოსთვის ბიზნესმენ ლევან ვასაძის ერის მიერ რეგისტრირებული პროპორციული სიის პირველი 10 კანდიდატია წარმოდგენილი, რომელთაგან 3 ქალია, 7 კი- მამაკაცი:
მირიან მირიანაშვილი – საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი (1990 წელს);
მიხეილ მამაიაშვილი;
თამარ ელიზბარაშვილი;
გრიგოლ ტაბატაძე;
ლუკა გაგნიძე;
მარიამ თევზაძე;
გიორგი თალაკვაძე;
მერაბი ხაჩიძე;
ირმა მამაიაშვილი;
ვაჟა შუბითიძე.
პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შემუშავდა, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან მოქალაქეები 40-ს პროპორციული, 10-ს კი -მაჟორიტარული წესით აირჩევენ. მანამდე ეს პროპორცია 25/25-ზე იყო.
ულტრაკონსერვატული შეხედულებების მქონე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პოლიტიკაში წასვლის შესახებ მიმდინარე წლის მაისის თვეში განაცხადა და პოლიტიკური პარტი „ერი“ (ერთობა, რაობა, იმედი) დააფუძნა.