უცხოეთი
,,თალიბანი“ ავიაკომპანიებს საერთაშორისო ფრენების აღდგენის მოთხოვნით მიმართავს

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ავღანეთში ,,თალიბანის“ ახალი ხელისუფლება ავიაკომპანიებს საერთაშორისო ფრენების აღდგენის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

,,თალიბანის“ ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ისინი სრული კოოპერაციისთვის მზად არიან და ქაბულის აეროპორტთან დაკავშირებული პრობლემებიც აღმოფხვრილია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აბდულ ქაჰარ ბალქჰმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ფრენების შეჩერებამ უამრავი ავღანელი საზღვარს მიღმა დატოვა. მისი თქმით, პრობლემები შეექმნათ ასევე სასწავლებლად და სამუშაოდ წამსვლელ ადამიანებსაც.

,,რადგანაც ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარებულია და აეროპორტი სრულად ფუნქციონირებს შიდა და საერთაშორისო ფრენებისთვის, ,,თალიბანი“ თანამშრომლობის გარანტიას იძლევა ”, - ნათქვამია ავღანეთის ახალი მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

interpressnews.ge