საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 2 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 243 პაციენტი

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 2 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 243 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 250 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 726, „პისიარ“ ტესტით – 11 524.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,21%, ბოლო 14 დღის – 7,06%, ბოლო 7 დღის – 6,65%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 598 396 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 565 773 გამოჯანმრთელდა, 8 621 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 671 295 აცრა, დღიურად აცრილია 15 096.

კარანტინის რეჟიმშია 38, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 231 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 996 პირი.

ამასთან, 20 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 534 პაციენტი, გარდაიცვალა 34 ადამიანი.