პოლიტიკა
ხელისუფლება დაანონსებულ აქციებს მშვიდად ხვდება

baqraZe34პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ოპოზიციის ნაწილის მიერ უახლოეს დღეებში დაგეგმილ საპროტესტო აქციებში პრობლემატურს ვერაფერს ხედავს და აღნიშნავს, რომ ეს არ იქნება არც პირველი და არც უკანასკნელი აქცია, რომელიც საქართველოში ტარდება.

„კანონმდებლობის ფარგლებში აქციების გამართვა ნებისმიერს შეუძლია და ეს დემოკრატიის ელემენტარული წესია. მიუხედავად აქციების მოთხოვნებისადმი დამოკიდებულებისა და მოსწონს თუ არა ისინი ხელისუფლებას, აქციები ყოველთვის გაიმართება. ისინი საქართველოში ადრეც ტარდებოდა, ახლაც ტარდება და მომავალშიც ბევრი ჩატარდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 21 მაისს „სახალხო კრება“ ხელისუფლების შეცვლის მიზნით თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.