საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. სრული მხარდაჭერა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის ყველა თანამშრომელს, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, ე.წ. ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, უნდა აიღოს თუ არა პასუხისმგებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, გამოძიება ყველაფერს დაადგენს.
„დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ეს ხოჯევანიშვილმა გააკეთა, პეტრემ, პავლემ თუ სხვა ვინმემ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ საიდან მოდის ეს ყველაფერი“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.